ექიმი რევაზ გაგუა გარდაიცვალა

72 წლის ასაკში ცნობილი ექიმი, ქირურგი-პულმოლოგი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი რევაზ გაგუა გარდაიცვალა. გაგუა მოულოდნელად თოდუას კლინიკაში ოპერაციის ჩატარების შემდეგ გარდაიცვალა.

 

დაბადების ადგილი: ქ. ფოთი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1969 წელს.

1969–1970წწ. იყო ფოთის საავადმყოფოს ქირურგი; მ1970–1972წწ. მოსკოვის კლინიკური და ექსპერიმენტული ქირურგიის ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი; 1972–1975წწ. მოსკოვის სამედიცინო ინსტიტუტის ასპირანტი; 1975–1979წწ. თბილისის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტის მეცნიერ–თანამშრომელი; 1989 წლიდან საქართველოს ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში და თორაკალური ონკოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი. ავტორია 160–ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, ეკუთვნის 7 გამოგონება საავტორო უფლებებით, 14 რაციონალოზატორული წინადადება. 1989 წლიდან არის ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი ონკოლოგი. ექიმი ქირურგი–ონკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა – “რეთორაკოტომია ფილტვებისა და შუასაყრის ქირურგიაში”, დაიცვა 1975 წელს.

სადოქტორო დისერტაციია თემა – “ადგილობრივად გავრცელებული ფილტვის კიბო”, დაიცვა 1991 წელს.

 

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • მედიკო–ბიოლოგიური აკადემია, წევრი
  • ნიუ–იორკის მეცნიერებათა აკადემია, წევრი
  • ონკოლოგთა სამეცნიერო საზოგადოება, თავმჯდომარის მოადგილე
  • საქართველოს ქირურგთა სამეცნიერო აკადემია, წევრი
  • ქირურგთა საერთაშორისო ასოციაცია, წევრი
  • ქირურგთა საერთაშორისო კოლეჯი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 – ღირსების მედალი
  • 1997 – საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 1993 – პროფესორ ანდრო ღვამიჩავას სახელობის პრემია
banner
წინა სტატიაშიანკანზასში ერთ დღეს ორი პატიმარი დასაჯეს სიკვდილით
შემდეგი სტატიაობამას კონფერენციაში გამოსვლაში 400 ათას დოლარს ჰპირდებიან