„ექიმები საზღვრებს გარეშე“ მიგრანტების გამო გრანტზე უარს ამბობს

„ექიმები საზღვრებს გარეშე“ მიგრანტების გამო გრანტზე უარს ამბობს

eqარასამთავრობო ორგანიზაციამ „ექიმები საზღვრებს მიღმა“ განაცხადა, რომ ევროკავშირის მიერ საემიგრაციო პოლიტიკის პროტესტის ნიშნად ევროკავშირიდან არ მიიღებს გრანტებს.
„ჩვენ ევროკავშირისგან, ან ბლოკის წევრი-ქვეყნისგან გრანტებს ვერ მივიღებთ – ეს არის თავშეკავების სამარცხვინო პოლიტიკის და მიგრანტების ევროპული სანაპიროებისგან ხელის კვრის წინააღმდეგ მიმართული პროტესტი“ –
ნათქვამია ორგანიზაციის ვებ გვერდზე.
ამასთანავე, ორგანიზაციამ განაცხადა, რომ გადაწყვეტილემა მის არც ერთ პაციენტზე არ იმოქმედებს და ორგანიზაცია ფინანსებს სარეზერვო ფონდებიდან გამოითხოვს.
ორგანიზაციის დირექტორის, ჯერომი ობერაიტის თქმით, ევროკავშირსა და თურქეთს შორს არსებული შეთანხმება, რომელიც მიგრანტების თურქეთში შეკავებას გულისხმობს, ფუნდამენტური ღირებულებების კითხვისქვეშ დაყენებაა.
ჯერომ ობერაიტმა დოკუმენტს „ევროპისათვის სამარცხვინო“ უწოდა და აღნიშნა, რომ ის „თავშესაფრის მაძიებლის“, როგორც ასეთის გაგებას საფრთხის ქვეშ აყენებს.
„ჩვენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხელმძღვანელებს მოვუწოდებთ, პრიორიტეტები განსაზღვრონ: იმის მაგივრად, რომ გაზარდონ იმ ადამიანების რიცხვი, ვისაც ისინი ხელს კრავენ, მათ უნდა გაზარდონ იმათი რიცხვი, ვისაც ისინი დაეხმარებიან და დაიცავენ“ – ნათქვამის არასამთავრობოს განცხადებაში.
გასულ წელს „ექიმებმა საზღვრებს მიღმა“ ევროკავშირისგან 63 მილიონი დოლარი გრანტი მიიღეს.

banner
წინა სტატიაში“ქართული ოცნება” 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს აუცილებლად მოიგებს”
შემდეგი სტატიაპუტინმა რუსულ-ევროპულ ურთიერთბაში ნდობის დაბრუნებაზე ისაუბრა