EPP: საქართველოს მთავრობამ რუსთავი 2-ის ხელში ჩასაგდებად გულუბრყვილო ევროკავშირისგან უვიზო მიმოსვლის მიღებამდე მოიცადა

“რუსთავი 2”-ის საქმეზე უზენაეს სასამართლოს დიდი პალატის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას საერთაშორისო საზოგადოების გამოხმაურება უკვე მოჰყვა. “ეუთოს” წარმომადგენელი დუნია მიატოვიჩი Twitter-ზე წერს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება იმედების გაცრუებას იწვევს და ის მედია პლურალიზმისთვის დიდი დარტყმა იქნება.

“ევროპის სახალხო პარტიის” (EPP) წევრმა გუნარ ჰოკმარკმა Twitter-ზე დაწერა, რომ სასამართლომ სამწუხარო გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც ძირს უთხრის მედიის თავისუფლებას.EPP-ს ვიცე -პრეზიდენტი ევროპარლამენტარი იაცეკ სარიუშ ვოლსკი კი წერს:

“როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოს მთავრობამ რუსთავი 2-ის, უკანასკნელი დამოუკიდებელი ტელეარხის ხელში ჩასაგდებად გულუბრყვილო ევროკავშირისგან უვიზო მიმოსვლის მიღებამდე მოიცადა.”

მომხდარს სამწუხაროს უწოდებს ევროპარლამენტარი და ლატვიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი სანდრა კალნიეტე და “ფეისბუქზე” გაკეთებულ ვრცელ განცხადებაში ის საქართველოს მთავრობას მოუწოდებს უზრუნველყოს მედია პლურალიზმი ქვეყანაში, რადგან მისივე თქმით, პლურალისტური მედია უმნიშვნელოვანესია საქართველოს ევროპული მისწრაფებებისთვის.

უზენაეს სასმართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა საქართველოში აშშ-ს საელჩომაც: http://www.timer.ge/amerikis-sheerthebuli-shtatebis-saelchos-specialuri-ganckhadeba/

banner
წინა სტატიაშიგენერალი პეტრ პაველი: ნატო საქართველოს საიმედო პარტნიორად მიიჩნევს
შემდეგი სტატია“რუსთავი 2”-ის საქმე – გიორგი ყარამანიშვილი სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება