EPP საქართველოში პოლიტიკურ ოპონენტთა სამართლებრივი დევნით შეშფოთებულია

downloadევროპის სახალხო პარტიის რიგის სამიტისადმი მიძღვნილ დეკლარაციაში პარტიამ მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და იმავდროულად საქართველოში პოლიტიკური ოპონენტების დევნა და შერჩევითი მართლმსაჯულება დაგმო.

დეკლარაცია რიგაში, EPP-ს აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერთა მეხუთე სამიტზე მიიღეს.

დეკლარაციაში, კერძოდ, ნათქვამია, რომ ბოლო მოვლენები აღმოსავლეთ ევროპაში სერიოზულ გამოწვევებს ქმნის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონცეფციისთვის, რომელიც თავდაპირველად სხვა გეოპოლიტიკურ კონტექსტში შეიქმნა. „რუსეთის ომი უკრაინის წინააღდეგ და მისი ჩარევა სხვა ქვეყნების საქმეებში გამოცდა გახდა იმ ფასეულობებისთვის, რაზეც ევროკავშირია დაფუძნებული და სერიოზულად ხელს უშლის ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრთა ძალისხმევას მთელი რეგიონის კეთილდღეობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების სივრცის გასაფართოებლად”, -ანიშნულია დეკლარაციის შესავალში.

სამიტის მონაწილეები ხაზს უსვამენ პროგრესს, რომელიც ვილნიუსის სამიტის დეკლარაციის შესრულების მხრივ იქნა მიღწეული, მათ შორის უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმებების წინასწარი რეალიზაციის დაწყების კუთხით.

მოლდოვასთან უვიზო რეჟიმის რეალიზაციის დადებითი გამოცდილების გათვალისწინებთ, EPP აღნიშნავს, რომ ელის სავიზო რეჟიმის შემოღებას უკრაინასთან და საქართველოსთან 2016 წელს, მას შემდეგ, რაც ევროკავშირის საბოლო შემფასებელი მოხსენება გამოქვეყნდება.

იმავდროულად, დეკლარაციაში ასევე გამოთქმულია შეშფოთება საქართველოში შექმნილი სიტუაციის გამო. „გამოვხატავთ შეშფოთებას პოლიტიკურ ოპონენტთა სამართლებრივი დევნით, შერჩევითი მართლმსაჯულებით და ძალადობრივი ინციდენტებით ოპოზიციის წინააღდეგ საქართველოში. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, ძალისხმევა მიმართოს სასამართლო პროცესების მონიტორინგის შესახებ OSCE/ODIHR-ის 2014 წლის მოხსენებაში მითითებული პრობლემების გადასაწყვეტად და ასოცირების შესახებ შეთანხმების დღის წესრიგის რეალიზაციაზე”, – ნათქვამია დეკლარაციაში.

დოკუმენტში სამიტის მონაწილეები ასევე გმობენ რუსულ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ, განსაკუთრებით ყირიმის უკანონო ანექსიას და დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ნაწილის ოკუპაციას, ასევე საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციის გაგრძელებას.

EPP ასევე „წუხილს გამოთქვამს რუსეთის მიერ საქართველოს ორ ოკუპირებულ რეგიონთან გაფორემებული შეთანხმებებით, რომლებიც არღვევს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხებას და ამ რეგიონების ფაქტობრივ ანექსიას და საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას წარმოადგენს, რაც ევროპაში მშვიდობას საფრთხეს უქმნის”.

banner
წინა სტატიაშიაღმოსავლეთის ქვეყნებს ევრპული პერსპექტივა არააქვთ
შემდეგი სტატიაგიგლა აგულაშვილი: დანაპირები, რაც ვიზა-ლიბერალიზაციას უკავშირდება, ხელის გაწვდენის მანძილზეა