ეფექტურია თუ არა სამთავრობო ცვლილებები ამის ინდიკატორი ბიუჯეტში მკაფიოდ შემცირებული ხარჯების წარმოდგენა იქნება-უგულავა

”ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ მთავრობაში საკადრო და სტრუქტურულ ცვლილებების შეფასებისას განაცხადა, რომ ის უკვე ელოდება 2018 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შედეგად ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებას.

”ევროპული საქართველო” ბიუროკრატიული მასის შემცირებას დიდი ხანია ითხოვს, ვინაიდან ჩვენ მიგვაჩნია ადმინისტრაციული და ბიუროკრატიული ხარჯები ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთ მამუხრუჭებელ ფაქტორად. მაგრამ, ამავდროულად ჩვენ ველით 2018 წლის ბიუჯეტს, სადაც ეს ცვლილებები მკაფიოდ უნდა იყოს ასახული. კვირიკაშვილის მთავრობას 2018 წლის ბიუჯეტი უკვე წარმოდგენილი აქვს და ის განხილულია პარლამენტში. შესაბამისად სანამ არ იქნება წარმოდგენილი ბიუჯეტი, სადაც მკაფიოდ იქნება ეს ცვლილებები ასახული, ან რა რაოდენობოის ფულს ზოგავს საქართველოს მოსახლეობა, ეს იქნება მთავარი ინდიკატორი ამ ცვლილებების შესახებ საბოლოო პოზიციის ჩამოსაყალიბებლად”, – განაცხადა გიგი უგულავამ.

banner
წინა სტატიაშირა ბედი ელის ჯეჯელავას ვაშლებს? – რას გეგმავს მიხეილ ჩხენკელი
შემდეგი სტატიატარიელ ხეჩიკაშვილი ბიზნესში ბრუნდება