ენტონი ბურდენმა სუიციდამდე უცნაური ფოტოები გამოაქვეყნა

მსოფლიოში ცნობილი ტელეწამყვანის, მწერლისა და მზარეულის ენტონი ბურდენის სიკვდილი უცნაურია, თუმცა საუბრობენ თვითმკვლელობაზე. ტელეწამყვანის ცხედარი მისი მეგობრის შეფ-მზარეულ ერიკ რიპერის სასტუმროში იპოვეს. საფრანგეთში ბურდენი თავის შოუს იღებდა “სიენენისთვის” და გარეგნულად ტრაგედიაზე არაფერი მიანიშნებდა.
უცნაურია, რომ ტრაგედიამდე ბურდენმა სოციალურ ქსელში ერიკ რიპერის გასისხლიანებული ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც თან ახლდა ციტატა “მექანიკური ფორთოხლიდან”. ერთ-ერთ ფოტოეზე მას იარაღი უჭირავს, გვერდით კი გასისხლიანებული რიპერი დგას. “სად გაიკაწრეთ ასე?” კომენტარებში ეკითხებოდნენ.

ბურდენი მუდმივად მოგზაურობდა – წელიწადში თითქმის 200 დღე. უკანასკნელი თვის მანძილზე ის იყო ბალიზე, ფლორენციაში, ჰონკონგში, საფრანგეთში. თავისი კარიერა მან ჭურჭლის მრეცხავის თანაშემწიდან დაიწყო “თევზის დამპალ რესპორანში”.
მას პოპულარობა მოუტანა წიგნმა გასტრონომიაზე. მისი ტელეშოუები «No reservation» და «Parts Unknown» სხვებისგან იუმორით და სარკაზმით განსხვავდებოდა. მას ორჯერ მიანიჭეს პრემია “ემი”.

 

banner
წინა სტატიაშიიუსტიციის სახლთან იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის გადადგომის მოთხოვნით აქცია იმართება
შემდეგი სტატია“მათ შორის მხოლოდ სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა” – შსს 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს შორის მომხდარ სიტყვიერ დაპირისპირებაზე