“ენმ” სასულიერო პირის მოწამვლის საქმეზე პარლამენტში სპეციალური ჯგუფის შექმნას მოითხოვს

“ენმ”მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მოწამვლის საქმეზე პარლამენტში სპეციალური ჯგუფის შექმნას მოითხოვს. პარტიის ერთ-ერთი წევრის, სალომე სამსადაშვილის განცხადებით, ამ ჯგუფმა უნდა მიიღოს საქმესთან დაკავშირებით ყველა დეტალი, რომელიც პროკურატურამ ამ ეტაპზე შესაძლოა საჯაროდ არ გააჟღეროს.

”ჩვენ უკიდურესად შეშფოთებული ვართ ამ საქმით. ჩვენ ვიცით რაოდენ დიდ როლს თამაშობს მისი უწმინდესობა სტაბილურობის შენარჩუნებისთვის და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის ცხოვრებისთვის. ეს საქმე არის უკიდურესად მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის. ჩვენ მოველით, რომ პროკურატურა მოგვაწოდებს ინფორმაციას. კარგი იქნებოდა სპეციალური ჯგუფიც შექმნილიყო პარლამენტში, რომელსაც ყველა ის დეტალი ექნება, რომელიც პროკურატურამ ამ ეტაპზე შესაძლოა საჯაროდ არ გააჟღეროს. მოველით, რომ პროკურატურა სხვა დეტალებსაც გაგვაცნობს მომავალში, რადგან საქმე არის ძალინ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელი”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიამ ხალხმა დაარღვია კანონი – ალექსანდრე ჯეჯლავა შაჰინის სკოლის მოსწავლეების პროტესტს ეხმაურება
შემდეგი სტატიაკალაძე: სრულიად სახელმწიფოს წინაშე უმძიმესი დანაშაული იქნა თავიდან აცილებული