“ენმ” საკრებულოს სხდომას არ დაესწრება

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილეების უფლებამოსილების ცნობის კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს „ნაციონალური მოძრაობა“. პარტიაში ამბობენ, რომ სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებას ხვალიდან შეუდგებიან.

„არის რაღაც ბიუროკრატიული საკითხები, რომელსაც საკრებულო დღეს დააყენებს. ამ კენჭისყრაში მონაწილეობას არ ვიღებთ, რასაც ჰქვია თავმჯდომარის და თავმჯდომარის მოადგილეების არჩევა, ეს თავიდან ბოლომდე იქნება „ქართული ოცნების“ უმრავლესობის პასუხისმგებლობა,“ – აცხადებს “ენმ”-ის წევრი ლევან ხაბეიშვილი.

თბილისის მეექვსე მოწვევის საკრებულო დღეს პირველ სხდომას მართავს. კანონის მიხედვით, ახლად არჩეული საკრებულოს პირველ სხდომას, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გახსნის. დღესვე დამტკიცდება საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილეები. საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილია გიორგი ტყემალაძის კანდიდატურა, პირველი მოადგილე გიორგი ახვლედიანი იქნება, ხოლო მოადგილეები – მარიკა დარჩია და დავით უჯმაჯურიძე.

banner
წინა სტატიაშითავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში იმყოფება
შემდეგი სტატიასტრუქტურული ცვლილებების პროექტი- არასამთავრობოების განცხადება