გიორგი კანდელაკი: სახეზეა ინტერესთა კონფლიქტი ივანიშვილის ჯიბესა და ეროვნულ უსაფრთხოებას შორის

ივანიშვილის ჩარევის შედეგად - გადაწყდა რომ „გადააგდონ“ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ გიორგი კანდელაკის განცხადებით, საქართველოს მთავრობის მხრიდან ქვეყნის გაზპრომზე დამოკიდებულების გასაზრდელად მიმართული მცდელობის ერთ-ერთი მიზეზი, ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის ფინანსური ინტერესია.

„როგორც ოპოზიციის, ასევე საზოგადოების მხრიდან არაერთხელ გამოითქვა ეჭვი, რომ საქართველოს „გაზპრომიზე“ დამოკიდებულების გასაზრდელად მიმართული მთავრობის აგრესიულ მცდელობის ერთ-ერთი მიზეზი, ბიძინა ივანიშვილის ფინანსური ინტერესიცაა. ამ ეჭვის თანახმად, ივანიშვილს, რომელიც ოფიციალური ცნობებით წარმოადგენდა გაზპრომის ყველაზე მსხვილ მეწილეს – საკუთარი მილიარდ აშშ დოლარიანი წილი ამ ორგანიზაციაში არ გაუყიდია.

გუშინ, წამყვან შვეიცარიულ გაზეთებში გაჩნდა ცნობა იმის შესახებ რომ ბიძინა ივანიშვილმა ერთ-ერთი ფარმაცევტული კომპანიის აქციებში ინვესტირების გამო ბანკ „კრედიტ სუისში“ (რომელშიც მას დაახ. მილიარდი აშშ დოლარი აქვს განთავსებული) 100 მილიონ აშშ დოლარი იზარალა. ურყევი რეპუტაციის გაზეთები, მაგალითად როგორიცაა „ლე ტემპსი“ და „ჰანდელსცაიტუნგი“ივანიშვილს „გაზპრომის“ მეწილედ მოიხსენიებენ.

ამდენად, მსხვაგსი სანდოობის და მყარი რეპუტაციის წყაროები ადასტურებენ იმას რაც ქართველი ხალხისთვის ისედაც ცხადია: გარდა რუსეთის, ოკუპანტი სახელმწიფოს გავლენის ზრდისა, „გაზპრომთან“ დაკავშირებით მთავრობის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ბიძინა ივანიშვილის ჯიბეცაა. სახეზეა უმწვავესი კონფლიქტი ამ პიროვნების ჯიბის და საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და ეროვნულ უსაფრთხოებას შორის. მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს მოიწვიოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სპეციალური სხდომა ამ აშკარა საფრთხესა და მისი განეიტრალების გზებზე სამსჯელოდ. ჩვენის მხრივ მზად ვართ ამ სხდომაში მონაწილეობის მისაღებად.

აუცილებელია ივანიშვილის არჩევნების გზით ხელისუფლებიდან ჩამოშორებამდე არ მთავრობას არ მიეცეს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისა და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობისთვის დამანგრეველი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა.

ოპოზიცია და საზოგადოება ამას არცერთ შემთხვევაში არ დაუშვებს”,-განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

 

banner
წინა სტატიაშიგრიპისმაგვარი დაავადების სიმპტომების მქონე პირები სკოლებში არ დაიშვებიან
შემდეგი სტატიაჯანდაცვის სამინისტრო ვირუსული გრიპის ინფექციის მქონე პაციენტებისთვის განცხადებას ავრცელებს