“ენმ” პარლამენტის ბიუროს დღეს საგანგებო განცხადებით მიმართავს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტის ბიუროს დღეს საგანგებო განცხადებით მიმართავს. პარტიის წევრები პარლამენტის თავმჯდომარეს და ბიუროს წევრებს სთხოვენ, არ შევიდეს ძალაში 13 იანვარს ფრაქციის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებები, რომლის მიხედვითაც “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის თავმჯდომარე, ფრაქციის სახელი და წესდება შეიცვალა.

„ადამიანები, რომლებმაც დატოვეს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” არ იყვნენ უფლებამოსილნი შეეტანათ ეს ცვლილებები. ამის უფლებას რეგლამენტი არ იძლევა და შესაბამისად, ისინი მოქმედებენ რეგლამენტის წინააღმდეგ,“ – განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.

შეგახენებთ, რომ 13 იანვრის შემდეგ “ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში ფრაქციის გარეშეა. “ნაციონალური მოძრაობა” ყოფილ თანაგუნდელებს, “ევროპული საქართველოს” წევრებს ამომრჩევლის დაბნევის მცდელობაში ადანაშაულებს.

banner
წინა სტატიაშიე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულები საბოლოო სიტყვით წარსდგებიან
შემდეგი სტატიაშსს-მ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო