ენმ-მ ვარკეთილში მაჟორიტარ კანდიდატად ირაკლი ნადირაძე წარადგინა

“ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” ვარკეთილის მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატად ირაკლი ნადირაძე წარადგინა, რომელიც თბილისის საკრებულოს წევრია, ახლა კი იგი საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის ვარკეთილში იბრძოლებს. შეხვედრის მიმდინარეობისას ადგილობრივ მოსახლეობას მიხეილ სააკაშვილმა მიმართა და ირაკლი ნადირაძის მხარდაჭერა გამოხატა. ასევე, მან ყურადღება პარტიის გარდაუვალ გამარჯვებაზე გაამახვილა. შეკრებილებს სიტყვით “ნაციონალური მოძრაობის” შტაბის უფროსმა ნიკა მელიამ მიმართა , რომელმაც პარტიის განახლებულ სამოქმედო გეგმასა და ეკონომიკური პროგრამის ძირითად ასპექტებზე ისაუბრა.

banner
წინა სტატიაშიგიგი წერეთელი: უნდა ვიბრძოლოთ, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ ჩვენთვის სასურველი რეზოლუცია მიიღოს
შემდეგი სტატია“ჩვენი ამოცანაა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არ იყოს არც ერთი სხვა სახელმწიფოს ჯარი”