ენმ-მ ოზურგეთში საარჩევნო უბნიდან წარმომადგენელი გაიწვია

“ნაციონალურმა მოძრაობამ” ოზურგეთში საარჩევნო უბნიდან წარმომადგენელი გაიწვია. მიზეზი არჩევნების მეორე ტურისთვის გამოცხადებული ბოიკოტია. “ნაციონალური მოძრაობა” არჩევნებში მონაწილეობას არ იღებს.

ოზურგეთში მეორე ტური „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატ ბეგლარ სიორიძესა და დამოუკიდებელ კანდიდატ კონსტანტინე შარაშენიძეს შორის იმართება. 21 ოქტომბრის არჩევნებზე კანდიდატებს შორის სხვაობა დაახლოებით ერთი პროცენტი იყო.

ვარაუდობენ, რომ ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული საარჩევნო პროცესი დღეს გურიაში იქნება.

ამ ეტაპზე საარჩევნო უბნებზე სიმშვიდეა. როგორც ამომრჩეველი ასევე საარჩევნო უბნის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საარჩევნო პროცესი ხარვეზების გარეშე მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიმორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა კანადის ნაკრები დაამარცხა
შემდეგი სტატიახაშურში ამომრჩეველთა აქტივობამ 4,13% შეადგინა