“ენმ”-მ ხობში მერობის და მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

„ნაციონალური მოძრაობა“ მაჟორიტარობის და მერობის კანდიდატების რეგიონებში წარდგენას განაგრძოს. პარტიის ლიდერებმა ქალაქ ხობში ადგილობრივებს მერობის კანდიდატი ანტონ ადამია და მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის 23 კანდიდატი წარუდგინეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ ნიკა მელიამ მოსახლეობასთან მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემები განიხილა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრა. მოსახლეობის ძირითად პრობლემას უმუშევრობა წარმოადგენს. მან ადგილობრივებს პარტიის საარჩევნო პროგრამა წარუდგინა, რომლის შესრულებას პარტია თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ გეგმავს.

„მე იმედს ვიტოვებ, რომ მათი ორთვიანი მუხლჩაუხრელი შრომა გამოიტანს შედეგს და ხობელები მხარს დაუჭერენ ამ ქვეყნის და ამ ქალაქის განვითარებას,“ – განაცხადა ნიკა მელიამ.

banner
წინა სტატიაშიმაშველებმა ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს
შემდეგი სტატიასამოქალაქო აქტივისტის თამარ მეარაყიშვილის დაკითხვა ე.წ. ცხინვალის პროკურატურაში გრძელდება