ენმ-ის ინიციატივა – სახელფასო ზედა ზღვარი მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელობისთვის

“ნაციონალური მოძრაობა” მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელობისთვის სახელფასო ზედა ზღვარის დაწესებას ითხოვს. ინიციატივით პარტიის ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე პარლამენტს, დღეს მიმართავს.
დეპუტატის განმარტებით, ეროვნული მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარეს პრეზიდენტზე მაღალი ხელფასი არ უნდა ჰქონდეს და შეზღუდვები უნდა დაუწესდეთ მის მოადგილეებსაც.
„არის გამოსული კონტროლის არეალიდან უამრავი სხვადასხვა უწყება და ერთ-ერთი ასეთი არის მარეგულირებელი ორგანოები, რომელთა წევრები და თავმჯდომარეები იღებენ ხელფასს სამჯერ მეტს, ვიდრე საქართველოს პრეზიდენტი. 20 ათასი ლარი აქვთ ხელფასი თვეში და წელიწადში 245 ათასი ლარი მიიღო ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა პირმა. ეს არ არის ადეკვატური და ჩვენი წინადადება კანონპროექტის სახით არის ის, რომ ასეთი ორგანოების ხელმძღვანელ პირს არ უნდა ჰქონდეთ პრეზიდენტის ხელფასზე მეტი,“-განაცხადა რომან გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაშიჩრდილოეთ კორეა: აშშ მშვიდობის პერსპექტივებს დარტყმის ქვეშ აყენებს
შემდეგი სტატიაცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. საზღვარს კეტავს