“ენმ” გია ცერცვაძის დაკავების საკითხზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

“ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში გია ცერცვაძის საკითხთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. განცხადება საგანგებო ბრიფინგზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ზაზა ბიბილაშვილმა გააკეთა. პარტია ასევე მთავრობისგან იმ სამხედროების ვინაობის გასაჯაროებას ითხოვს, რომელთა მონაცემებიც, ენმ-ის წევრების თქმით, რუსეთს გადაეცა.

ზაზა ბიბილაშვილის თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” უახლოეს დღეებში ინტერპოლს წერილით მიმართავს და მოითხოვს, რომ ქართველი სამხედროების წინაღმდეგ არ იქნას გამოცხადებული ძებნა, რადგან, ზაზა ბიბილაშვილის თქმით, ყველა მსგავსი შემთხვევა პოლიტიკურია და ინტერპოლის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

„ამ ფაქტებმა მიიღო სისტემური ხასიათი. ამის პარალელურად გვსურს და მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, გაასაჯაროოს ყველა იმ სამხედროს მონაცემები, სახელები და გვარები, რომელთა შესახებ ინფორმაცია გადაეცა რუსეთის ხელისუფლებას პირდაპირ, ან ირიბად,“- განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისერგი კაპანაძე: პრეზიდენტის ინსტიტუტი ძლიერი უნდა დარჩეს
შემდეგი სტატია“პრეზიდენტს უნდა ირჩევდეს ხალხი და არა პარლამენტი” – ინაშვილი