(video) ენმ-ის აქტივისტი: გორის საკრებულოს წევრმა მეცოცხე მიწოდა და დამარტყა

გორის რაიონის სოფელ სობისში ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირი, ალბერტ მერებაშვილი გორის საკრებულოს წევრ კობა ბერიანიძეს ძალადობაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ბერიანიძემ მას მეცოცხე უწოდა და ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენა.

საკრებულოს დეპუტატმა, კობა ბერიანიძემ მთხოვა, რომ ჩავჯდომოდი მასთან ერთად მანქანაში. მანქანაში დაიწყო შეურაცხმყოფელი საუბარი, რაც გაგრძელდა მანქანის გარეთ. რატომ ვიყავი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი, რატომ ვმონაწილეობდი ასე აქტიურად საარჩევნო პროცესში – ამაზე ჰქონდა პრეტენზია. მითხრა, რომ ვარ მეცოცხე და პირველი დამარტყა კობა ბერიანიძემ. შემდეგ მას აჰყვნენ თავისი აქტივისტები, რომლებიც 10-15 ადამიანზე ნაკლები არავითარ შემთხვევაში არ იყვნენ. თითოეული მათგანი იღებდა მონაწილეობას ჩემს ცემაში.”

მერებაშვილი პირადულ მოტივს გამორიცხავს და ამბობს, რომ ბერიანიძე მან პირველად ნახა:

“პირველად ვნახე კობა ბერიანიძე ჩემს ცხოვრებაში, თუმცა არჩევნების მოგების შემდეგ, როდესაც ეს უბანი მოვიგეთ ჩვენ, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, ვიცი, რომ ჩემს ოჯახში უშუალოდ იყვნენ მისულები. სანამ ჩხუბი დაიწყებოდა ეგეც არ უარყო პირადად. მითხრა, რომ ჩემს ოჯახში იყვნენ მისულები და მეძებდნენ.”

https://www.youtube.com/watch?v=pX9lBYzTkaE&feature=youtu.be

banner
წინა სტატიაში(+ფოტო) ახალდაქორწინებულების არჩევანი ქედაში
შემდეგი სტატია“საარჩევნო უბნებთან კრიმინალური მენტალიტეტის ადამიანები იმყოფებიან, რომლებიც ამომრჩევლების დაშინებას ცდილობენ”