“ენმ” აქციისთვის ემზადება – “ქართუ ბანკის” ოფისთან პოლიციაა მობილიზებული

“ქართუ ბანკის” სათაო ოფისთან საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. ადგილზე დაახლოებით 7 ეკიპაჟი იმყოფება. პოლიციის მობილიზების მიზეზი სავარაუდოდ, “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაანონსებული საპროტესტო აქციაა, რომელიც 11:30 საათზე დაიწყება.

“ნაციონალურ მოძრაობაში” ამბობენ, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი “ქართუ ბანკის” მეშვეობით ფულს ათეთრებს.

დეტალებზე პარტიის ლიდერები მოგვიანებით ისაუბრებენ, მას შემდეგ, რაც “ქართუ ბანკის” ოფისთან მივლენ.

banner
წინა სტატიაშიადვოკატის განცხადებით, შესაძლოა, აფგან მუხტარლის მეუღლისა და ახლობლის მიმართ ახალი დანაშაული მზადდებოდეს
შემდეგი სტატიაანგარიშის მიხედვით, ერთ წელში სამეწარმეო საქმიანობიდან ყველაზე მაღალი შემოსავალი – 17 429 052 ლარი დეპუტატ კახა ოქრიაშვილს აქვს მიღებული