“ენგურჰესის” ფინანსური დირექტორი – ხარჯებიდან გამომდინარე, “ენგურჰესის” ელექტროენერგიის წარმოება რაღაც ერთეულით უნდა გაიზარდოს, რაც სამომხმარებლო ტარიფს არ უნდა დაეტყოს

ჩვენი ხარჯებიდან გამომდინარე, “ენგურჰესის” ელექტროენერგიის წარმოება რაღაც ერთეულით უნდა გაიზარდოს, რომელიც არ უნდა დაეტყოს სამომხმარებლო ტარიფს, – ამის შესახებ “ენგურჰესის”ფინანსურმა დირექტორმა ვალერი კანკიამ განაცხადა, რომელიც სემეკის სხდომას ესწრება, სადაც კომისია “ენგურჰესის” ელექტროენერგიის წარმოების 2018-2020 წლების ტარიფზე მსჯელობს.

“დღეს იხილება “ენგურჰესის” ტარიფი, ვართ მოლოდინში, არ ვიცით, ტარიფი მოიმატებს თუ იგივე დარჩება. ჩვენი ხარჯებიდან გამომდინარე, რაღაც ერთეულით უნდა გაიზარდოს, რომელიც არ უნდა დაეტყოს სამომხმარებლო ტარიფს. ჩვენი გათვლით, ეს იქნება რაღაც მინიმალური ერთეული. მომატებული, გაზრდილი ტარიფის დარეგულირების საშუალება აუცილებლად ექნებათ “ენერგო პრო ჯორჯიასაც” და “თელასსაც”, ამის საშუალება უნდა იყოს”, – განაცხადა ვალერი კანკიამ.

კითხვაზე, გაუძვირდა თუ არა “ენგურჰესს” ელექტროენერგიის წარმოება, ვალერი კანკიამ განაცხადა, რომ ელექტროენერგიის წარმოება, რა თქმა უნდა, გაუძვირდა. “თქვენ იცით, “ენგურჰესი” გამომუშავებული ელექტროენერგიის თითქმის, ნახევარს უსასყიდლოდ აწვდის აფხაზეთს. ამიტომ “ენგურსჰესს” სჭირდება მუდმივი რებილიტაცია, უკვე 40 წელია ექსპლუატაციაშია და ამიტომ სახსრებია საჭირო”, – განაცხადა კანკიამ.

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელია – „მაუწყებლობის კანონში“ ცვლილებები არც ერთ საერთაშორისო პრინციპს არ ეწინააღმდეგება
შემდეგი სტატიაუკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე – სააკაშვილის შესაძლო ექსტრადიციის შესახებ მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებთ