ილია ელოშვილი: ენერგომომარაგების კუთხით, გურიაში, იმერეთსა და სამეგრელოში ვითარება სტაბილურია

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის ილია ელოშვილის ინფორმაციით, გურიის, იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონებში ელექტროენერგიის მომარაგების კუთხით დასტაბილურდა.

მინისტრის მოადგილის თქმით, ზემო აჭარაში 4 ათასამდე, რაჭა-ლეჩხუმში კი, 7 ათასამდე აბონენტია გათიშული. ელოშვილის ინფორმაციით ამ წუთებში ყველგან მიმდინარეობს სამუშაოები, ბრიგადები მობილიზებულია და დღის ბოლომდე აბონენტთა 90%-ს ენერგომომარაგება აღუდგება.

„მხოლოდ რამდენიმე ასეული აბონენტია გათიშული და მიმდინარეობს სამუშაოები, რომ მათაც აღუდგეთ ენერგომომარაგება. ენერგომომარაგების კუთხით, ვითარება გურიაში, იმერეთსა და სამეგრელოში არის სტაბილური. გუშინ მთელი ღამის განმავლობაში თოვდა რაჭა-ლეჩხუმსა და ზემო აჭარაში, რამაც გარკვეული პრობლემები გამოიწვია. ზემო აჭარაში 4 ათასამდე აბონენტია გათიშული, რაჭა-ლეჩხუმში კი, 7 ათასამდე. ყველგან მიმდინარეობს სამუშაოები, ბრიგადები მობილიზებულია და დღის ბოლომდე 90%-ს აღუდგება ენერგომომარაგება”, – განაცხადა ელოშვილმა.

banner
წინა სტატიაშივატიკანი Charlie Hebdo-ზე ტერორისტი-ღმერთის დახატვის გამო გაბრაზდა
შემდეგი სტატიაანგელა მერკელმა პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გერმანიაში მიიწვია