ენერგეტიკის მინისტრის სამივე მოადგილე დღედან მუშაობას ეკონომიკის სამინისტროში გააგრძელებს

მთავრობის განახლებული სტრუქტურა დღეს ამოქმედდა. დღეიდან უკვე ენერგეტიკულ მიმართულებას ხელმძღვანელობს ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი უხელმძღვანელებს. რაც შეეხება ენერგეტიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეებს, გიორგი ჩიქოვანს, რომეო მიქაუტაძეს და თორნიკე რიჟვაძეს, ისინი მუშაობას ეკონომიკის სამინისტროში გააგრძელებენ, კანონით დადგენილი 3-თვიანი ვადის შემდეგ კი ახალი სტრუქტურა ამოქმედდება.
“ამ ეტაპზე მოხდება სრული გაერთიანება. შემდეგი 3 თვის განმავლობაში სრულად ჩამოვყალიბდებით როგორც ადამიანური რესურსის, ისე სტრუქტურის მიმართულებით. ყოველდღიურად ძალიან აქტიურად ვმუშაობ, რამდენიმე საათს ვუთმობ სტრუქტურის ჩამოყალიბებას”, – აღნიშნა ქუმსიშვილმა.

banner
წინა სტატიაშინოდარ ხადური – „სიტროენ ჯორჯიას“ საჩივარზე მოკვლევას ყველა ინფორმაციის მიღებამდე ვერ დავიწყებთ
შემდეგი სტატიამიხეილ გიორგაძე : ჩვენი გუნდის წევრის მიმართ ბრალდებები და შეურაცხყოფა მიუღებელია