ენერგეტიკის მინისტრი არასამთავრობო ორგანიზაციებს ხვდება

ამ წუთებში საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი არასამთავრობო ორგანიზაციებს ხვდება. კახა კალაძე ექსპერტებს მიაწვდის ინფორმაციას გაზპრომთან მიმდინარე მოლაპარაკებებზე. ერთ-ერთი თემა ასევე შესაძლოა იყოს აზერბაიჯანულ სოკართან ურთიოერთობა.

“რატომ ვსაუბრობთ გაზპრომთან, ვისი ინიციატივით, რა საგანზე ვსაუბრობთ, გვესმის თუ არა რისკები ამას რაც თან სდევს, მუდმივად გვესმის ურთიერთ გამომრიცხავი ინფორმაცია. ამიტომ დღეს დაისმევა ყველა ის კითხვა, რაც აქამდე გაგვიჟღერებია. იმედი მაქვს, რომ გარკვეულ ინფორმაციას გამოვიტანთ ამ დახურული შეხვედრიდან“, – განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს რეფორმების ასოციაციის დამფუძნებელმა ელენე ხოშტარიამ.

საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტის თქმით, მას ელექტრო სისტემის მიერ დამუშავებული 10 წლიანი გეგმა აინტერესებს.

“მაინტერესებს ის 10 წლიან გეგმა როემლიც დამუშავებულია ელექტრო სისტემის მიერ, როგორ რა ვადებში და რა მეთოდებით იქნება განხორციელებული. პირველ რიგში რამდენად იცავს საქართევლო იმ პოზიციას, რომ დარჩეს ისევე როგორც არის, შემდგე თუ არ დარჩება რა იქნება ფასი ტრანზიტისა და შემდეგ რა ფასად მოგვყიდის გაზპრომი გაზს“, – აღნიშნა რევაზ არველაძემ.

ანალიტიკური ცენტრის “მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის” ხელმძღვანელის თქმით, საინტერესოა რამდენად იყენებს ქვეყანა იმ შესაძლებლობას რომელიც რეზერვში აქვს.

“ პრემიერ-მინისტრისათვის გვაქვს გაგზავნილი წერილი სადაც სამი მოთხოვნა გავქვს. გაზპრომთან დაკავშირებით გვინდა გავარკვიოთ ინფორმაცია რა ხდება, ბოლო მოლაპარაკებები როგორ მიმდინარეობს და რამდენად ვიყენებთ ყველა იმ შესაძლებლობას რომელიც ჯერ კიდევ აქვს ქვეყანას რეზერვში „ – განაცხადა მურმან მარგველაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა საქართველოში ადრეული რეგისტრაციის პროექტის პრეზენტაცია გამართა
შემდეგი სტატიაიაცენუკი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე რადას კენჭისყრის ჩატარებისკენ მოუწოდებს