ემზარ კვიციანი პრემიერს: მოსახლეობას ის ეწყინა, რომ დროზე არ აღელდით

საპარლამენტო ფრაქცია “საქართველოს პატრიოტების” წევრი ემზარ კვიციანი პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის და „ნაცმოძრაობის“ გენმდივანის ნიკა მელიას სიტყვიერ დაპირისპირებას ეხმაურება.

„თქვენ ბოდიშით დაიწყეთ დღეს აქ საზოგადოებასთან ლაპარაკი ჩვენი თანდასწრებით, რომ აღელდით. ამის გულისთვის არ გაქვთ ბოდიში მოსახდელი მოსახლეობისთვის, პირიქით, შეიძლება მოსახლეობას ის ეწყინა, რომ დროზე არ აღელდით, იმხელაზეა გათავხედებული უკვე… ეს არის კოჰაბიტაციის შედეგი, რომელიც თავს მოგახვიეს თქვენ და სრულიად საქართველოს. თითქოს ხელისუფლება ვიღაცას ქეჩოში უჭირავს და აცემინებენ ამ ხელისუფლებას „ნაციონალებს“. ქართველების სისხლის სვეს და ახლა კიდევ აგრძელებენ. ცოტა მეტი თავისუფლება გჭირდებათ“, – განაცხადა ემზარ კვიციანმა.

banner
წინა სტატიაშიბელორუსი პუტინის საახალწლო მილოცვას და ,,ბედის ირონიას,, დაბლოკავს
შემდეგი სტატიაშსს:თავდამსხმელებს ფული ან ძვირფასეულობა არ მოუთხოვიათ, მხოლოდ მოზარდი დაჭრეს