ემზარ ჯგერენაია: გიორგი ქადაგიძეს არა მარტო პარლამენტმა, პრეზიდენტმაც უნდა მოუსმინოს

ეროვნული ბანკის მიმავალ პრეზიდენტს პარლამენტმა აუცილებლად უნდა მოუსმინოს, – ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ექსპერტმა ეკონომიკურ საკითხებში, ემზარ ჯგერენაიამ განაცხადა.
მისი თქმით, გიორგი ქადაგიძის მოსმენა მნიშვნელოვანია, რათა საზოგადოებისთვის ცნობილი გახდეს, რა პრობლემები დგას ეროვნული ბანკის წინაშე.
“ჩვენ უნდა მოვუსმინით მიმავალ პრეზიდენტს და კიდევ ერთხელ დავინახოთ, თუ რა პრობლემები დგას ეროვნული ბანკის წინაშე. სხვათაშორის, მას არამარტო პარლამენტმა, არამედ პრეზიდენტმაც უნდა მოუსმინოს იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ უნდა იყოს და რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტი, რა პრობლემები არსებობს და რა გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა”,- განაცხადა ჯგერენაიამ.

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელიამ პატიმრების წერილების გამოქვეყნება დაიწყო
შემდეგი სტატიათვითმკლვლელობა სოფელ კორცხელში