“ემირატების” თვითმფრინავებს ილუმინატორი არ ექნება

ავიაკომპანია “ემირატებმა” ახლახანს შეძენილ თვითმფრინავებში Boeing 777-300ER ახალი სალონი დაამონტაჟა – მათ ილუმინატორები არ ექნება. ფანჯრების მაგივრად მგზავრებს შეუძლიათ უყურონ ცას ან მიწას თვითმფრინავის ბორტს მიღმა “ვირტუალური ფანჯრების” მეშვეობით. იქ, სადაც ჩვეულებრივ ილუმინატორია დამონჯაჟებული, “ემირატების” პირველი კლასში დამონტაჟებული იქნება დიდი ეკრანები, სადაც თვითმფრინავში დაყენებული კამერებიდან გამოსახულებას პირდაპირ მიიღებენ. “გამოსახულება ისეთი ხარისხიანია, რომ ყველაზერი იმაზე კარგად ჩანს, ვიდრე საკუთარი თვალებით ყურებისას” – კომპანია Emirates-ის პრეზიდენტი ტიმ კლარკი ამბობს. კომპანიის ამოცანაა ყველა თვითმფრინავი ფანჯრის გარეშე იყოს. “წარმოიდგინეთ, ჯდებით თვითმფრინავში, რომელსაც გარედან ფანჯრები არა აქვს, მაგრამ შიგნიდან ილუმინატორებს ხედავთ” – კლარკი თვლის, რომ ეს თვითმფრინავების კონსტრუქციის ოპტიმიზაციას შეუწყობს ხელს, რადგანაც ასე თვითმფრინავს სტრუქტურულად სუსტი ადგილი არ ექნება, იფრენს უკეთესად და ნაკლებ საწვავსაც დაწვავს.

ზოგიერთი ექსპერტი თვლის, რომ უფანჯრებო თვითმფრინავი უსაფრთხო არ იქნება – “ბიბისი” წერს.

banner
წინა სტატიაშირატომ გაქურდა პანკმა ბანკი და 28 წლის შემდეგ რატომ ჩაბარდა პოლიციას
შემდეგი სტატიატეხასის მკვიდრს გველის მოკვეთილმა თავმა უკბინა