ელტონ ჯონს დღეს 70 წელი შეუსრულდა

ცნობილ მუსიკოსს ელტონ ჯონს დღეს 70 წელი შეუსრულდა. მუსიკოსმა, მომღერალმა და კომპოზიტორმა თავისი კარიერის მანძილზე არა ერთი “გრემი” მიიღო. აქვს, ასევე ერთი “ოსკარი”. ჟურნალმა Billboard მას “ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მუსიკოსი” უწოდა.
სერ ელტონ ჯონი არა მხოლოდ ცნობილი მუსიკოსი, არამედ, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გეია. ის ლგბტ-თემის უფლებებისთვის და შიდსის გავრცელების წინააღმდეგ იბრძვის.
თავის მრავალწლიან პარტნიორ დევიდ ფერნიშთან, რომელთანაც ის სამოქალაქო კავშირში იყო, 2014 წელს იქორწინა. ელტონ ჯონი ორ ბავშვს ზრდის – “ბიბისი” წერს.

banner
წინა სტატიაშიიან კელი გაეროს რეზოლუციაზე: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დოკუმენტს, მხარს ყოველთვის დავუჭერთ
შემდეგი სტატიაპენტაგონი მოსულში ავიადარტყმების დროს 200 მოქალაქის დაღუპვის შესახებ ინფორმაციას სწავლობს