ელონ მასკი საკონდიტრო ფაბრიკის გახსნას გეგმავს

გამომგონებელი და ბიზნესმენი ელონ მასკი საკონდიტრო ფანრიკის გახსნას გეგმავს – ამის შესახებ “ტვიტერის” საკუთარ მიკრობლოგზე დაწერა. “ეს შესანიშნავი იქნება. სუპერ-სუპერ სერიოზულად ვამბობ” – მასკმა დაწერა.
მორიგ პოსტში SpaceX-ის, Tesla-სა და სხვა კომპანიების დამფუძნებელმა იკითხა, როგორი შიგთავსით ღირს კანფეტის წარმოება. მომხმარებლებმა მას ბევრი იდეა გაუზიარეს, ერთ-ერთმა მათგანმა შესთავაზა, რომ ლოგოტიპი Tesla-სი იყო, შიგთავსი კი გავდეს მარსის ქვებს.

მასკმა კანფეტების წარმოება კორპორაცია Berkshire Hathaway-ის მფლობელ მილიარდელ უორენ ბაფეტთან დავისას გადაწყვიტა. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ Tesla-ს აქციონერების შეკრებაზე მასკმა Berkshire Hathaway-ის “ეკონომიკური სანგრის” იდეა გააკრიტიკა, ეს დიდი ხნის მანძილზე კონკურენტულ უპირატესობას ნიშნავს, რაც ფირმას იმაზე მეტის გამომუშავების საშუალებას აძლევს, ვიდრე საშუალოდ სეგმენტშია შესაძლებელი.
პასუხად ბაფეტმა უთხრა მასკს, რომ ბევრი კომპანის იყენებს ამ მოდელს, და ეჭვი გამოთქვა, რომ მასკს სურვილი ჰქონდეს ამ სფეროში კონკურენტი გახდეს. ზუსტად მაშინ მასკმა კანფეტების წარმოება გადაწყვიტა და “ტვიტერზე” დაწერა – “გავაკეთებ სანგარს და მას კანფეტებით ამოვავსებ” – “დოიჩე ველე” წერს.

banner
წინა სტატიაშითურქეთი აშშ-ს საპასუხო ზომებით დაემუქრა, თუკი ამერიკა მას იარაღს არ მიყიდის
შემდეგი სტატია“უფრო მავნებელია, ვიდრე სასარგებლო” – ბრიტანელი ექიმები მკერდის სკრინინგზე