ელიზაბედ რუდი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ქართულად ულოცავს

საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი და ამერიკის საელჩო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და ვიდეორგოლს ავრცელებს.

„წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა და თანამედროვე ისტორიაში პირველი დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს ასი წლის იუბილე აღინიშნება.

1991 წელს დამოუკიდებლობის აღდგენიდან საქართველო შეერთებული შტატების ახლო მეგობარი და ღირებული პარტნიორია.

მოუთმენლად ველით ჩვენი ქვეყნების მეგობრობასა და თანამშრომლობას კიდევ მრავალი წლის განმავლობაში.

ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი და ამერიკის საელჩო გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!“ – აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს მილოცვაში.

 

[fbvideo link=”https://www.facebook.com/tbilisi.usembassy/videos/10156348594292954/” width=”500″ height=”400″ onlyvideo=”1″]

banner
წინა სტატიაშიGoogle საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
შემდეგი სტატიაბიზნესის სიიოლის პარამეტრით ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა ვართ