ელისო კილაძე: „ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ფირი ნანახი მაქვს“

ელისო კილაძე: „ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ფირი ნანახი მაქვს“

ელისო კილაძე: „ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ფირი ნანახი მაქვს“„დეპუტატი ეკა ბესელია ხელისუფლებას ისე თავგამოდებით იცავს, გონივრული ეჭვი მაქვს,მასაც პირადი ცხოვრების ამსახველი ფირით აშანტაჟებენ,“ – განუცხადა „თაიმერს“ გაზეთ „ქრონიკა+“-ის მთავარმა რედქტორმა, ელისო კილაძემ ეკა ბესელიას განნცხადების კომენტირებისას.
ელისო კილაძე „თაიმერთან“ საუბრისას სკანდალურ განცხადებასაც აკეთებს: „ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ფირი ნანახი მაქვს, ლაშა ამირეჯიბმა მაჩვენა. მეორე წელია, მთელი თბილისი ტელეფონით მოაიარა ამ და სხვა „მეოცნებეების“ კადრებმა.“
შეგახსენებთ: საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ეკა ბესელია მიიჩევს, რომ უკრაინული „ვიკილიქსის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება უნდა დაიწყოს.
„ქვეყნის უსაფრთხოებისა და ჩვენი მოსახლეობის სიმშვიდისთვის მნიშვნელოვანია, რომ გადამოწმდეს ამ ინფორმაციის სანდოობა, გადამოწმდეს ფაქტები, ამიტომ გამოძიების დაწყების იდეა რელევანტურია. არ უნდა მოხდეს ისეთი მოვლენების განვითარება, რომელიც ჩვენი მოქალაქეებისთვის საფრთხის შემცველი იქნება. სახელმწიფოს ვალდებულებაა და ეს არის სახელმწიფო უსაფრთხოების ფუნქცია, რომ ამ ფაქტების ნამდვილობა გადამოწმდეს”, – აღნიშნა ბესელიამ.

www.timer.ge

banner
წინა სტატიაში“თუ პრემიერი პრეზიდენტთან შეხვედრაზე უარს იტვის, ვფიქრობ ეს იქნება ქვეყანაში კრიზისის დადასტურება, რომ არ ესაუბრებიან ერთმანეთს”
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი: რუსეთის მხარემ განაცხადა, რომ ჩვენს მიერ მოთხოვნილი 70 მილიონი ძალიან დიდი თანხაა