ელისო კილაძის შვილის ემოციური სტატუსი

”კეთილმოსურნეებისთვის” : ბავშვობიდან მქონდა პროტესტი , რომ დედა ხშირად საკმარის დროს ვერ გვითმობდა საკუთარი საქმიანობის გამო. ამ ყველაფერს ახლა ვაანალიზებ , ის ამ დროს სხვისი შვილების დაცვას და ქვეყნისათვის მნიშვნელოვან საკითხებს უთმობდა …. გასაგებია , რომ ვიღაცას არ მოსწონს ელისოს საქმიანობა , არ ეთანხმება მის კრიტიკულ განცხადებებს , მაგრამ ამის გამო ჩემი სიკეთით სავსე ძმა რატომ ზის ციხის გისოსებს მიღმა? არ მოგწონთ რამე? ეკამათეთ, გააკრიტიკეთ , ფაქტები დაუდეთ (ჯანსაღი კრიტიკის არავის ეშინია და ეს საჭიროც არის). კუკურის, ვალერიანის ზაქარიას , მოსამართლე ვეფხიას შვილებო!!! მე არ მეზიზღებით იმის გამო, რომ თქვენი მამები მონები და ადამიანის გამწირავები არიან. მე არ დაგიჭერთ იმის გამო , რომ თქვენმა მშობლებმა ჩემი ძმა დაღუპეს. გთხოვთ , ნუ იქნებით მათნაირები. მე ჩამხედეთ თვალებში და წაიკითხავთ როგორია ჩემი ძმა. მის შვილს უთხარით , რომ მამიკო სამუდამო პატიმრობისთვის გაწირეთ. #სოლიდარობაშვილებს #ჩემიძმა ❤️-წერს მარიამ ხარშილაძე “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

banner
წინა სტატიაშიამირან სალუქვაძე: დღეიდან ყველა დარღვევა, რომელიც საოკუპაციო საზღვართან მოხდება, დაკავშირებული არა ცხინვალის მარიონეტებთან, არამედ რუსეთის სახელით იქნება
შემდეგი სტატიაალეპოში მეჩეთის დაბომბვას 40 ადამიანი ემსხვერპლა