ელისო კილაძის მორიგი სკანდალური განცხადება

https://youtu.be/EYLfxiWNMJs

1000938_586514011398877_11022368_nგაზეთ “ქრონიკა+”ს რედაქტორის ელისო კილაძის, ინფორმაციით, 15 მაისის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერი აღარ იქნება – ამის შესახებ კილაძემ რუსთავი-2 ის ეთერში გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა და თქვა, რომ მე-7 მინისტრი, ვინც მთავრობას 15 მაისამდე დატოვებს, ოთარ დანელიაა.

გაზეთ „ქრონიკა +“-ის რედაქტორის ელისო კილაძის განცხადებით, გარემოს დაცვის მინისტრობის პოსტიდან ელგუჯა ხოკრიშვილის წასვლის მიზეზი რეალური არ არის. როგორც თოქ-შოუ „არჩევანში“ კილაძემ განაცხადა, ხოკრიშვილი, ისევე როგორც ყველა დანარჩენი მინისტრი, რომელმაც თანამდებობდა დატოვა, პოსტებიდან გაათავისუფლეს. „არ მჯერა ის, რომ ერთი მინისტრი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო წავიდა და მეორეს მინისტრობიდან ერთი წლის თავზე ცოლი ისე მოენატრა, რომ თანამდებობიდან გადადგა, ეს მიზეზები რეალური არ არის, ისინი არ გადამდგარან, ყველა მათგანი გაუშვეს. ხელისუფლებაში რჩება ზვიად ჯანყარაშვილის ე.წ. კლანის ორი მინისტრი – გიორგი მღებრიშვილი და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ დანელია . ჩემი ინფორმაციით შემდეგი ოთარ დანელია იქნება. ის იქნება მეშვიდე მინისტრი, რომელსაც აუცილებლად მოყვება ხელისუფლების განმეორებითი ნდობის საკითხი. ეს იქნება 15 მაისამდე. ჩემი პროგნოზით, პრემიერი აღარ იქნება მთავრობის მეთაური, ეს მოხდება მაისის თვეში, ქვეყანაში სახელისუფლებო კრიზისი გვაქვს“, – განაცხადა კილაძემ.

banner
წინა სტატიაშიქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი არ არის–მანანა კობახიძე
შემდეგი სტატია,,რაშა თუდეის,, ჟურნალისტი პირდაპირ ეთერში გაძარცვეს (VIDEO)