ელისო კილაძეს უვადო პატიმრობამისჯილმა ახალი ინფორმაცია მიაწოდა

ელისო კილაძეს უვადო პატიმრობამისჯილმა ახალი ინფორმაცია მიაწოდა

ელისო კილაძეს უვადო პატიმრობამისჯილმა ახალი ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია სოციალურ ქსელში სტატუს აქვეყნებს, რომელსაც „თაიმერი“ უცვლელად გთავაზობთ:
„ჟურნალისტიკის ახალი სტანდარტი მკვიდრდება- დააბრალე ყოველგვარი ლოგიკის და ფაქტების გარეშე! კილაძეს რომ იწვევთ ეთერში და მოგონილ იაფფასიან ტყუილებს გიყვებათ ,, უდოს,, კომისიიდან ჩემი ინიციატივით გათავისუფლებულ ავალიანი-ტვილდიანის ან უვადოპატიმრობამისჯილი დევრიშაძის გათავისუფლება თურმე ფატი ხალვაშის ანგარებითი ჩარევით მოხდა და სხვა ბოდვებზე, აი იმ ჟურნალისტებს ვეკითხები ვინც იწვევთ და უსმენთ ამ ტყუილებს, ერთი ძალიან ძალიან მარტივი კიტხვა არ გიჩდებათ? უბრალო, მაგრამ აუცილებელი კითხვა: სად არის ფაქტი? მტკიცებულება? სად??? აღარ არის დღეს საჭირო ეს კითხვა? ამ სტანდარტით დავიწყოთ ბრალდებები???“
„ქალაბატონი ბესელია რას ფიქრობს ჟურნალისტურ სტანდარტებზე დ პირადად ჩემზე, საერთოდ არ მაინტერსებს,“ – ასე გამოეხმაურა „თაიმერის“ თხოვნით გაზეთ „ქრონიკა+“-ის მთავარი რედაქტორი, ჟურნალისტი ელისო კილაძე ეკა ბესელიას, რომელიც თვლის, რომ ბესელიამ ყველა კითხვას უპასუხა, იმ კითხვის გარდა, როგორ აღმოჩდა 2 კილოგრამ ჰეროინის შემტანაზე ბრალდებული პირი, ფრიდონ დევრიშაძე პოლიტმატირთა სიაში 152-ე ნომრად.
„ფაქტები უნდადა? პირველი ფაქტი ისაა, რომ დევრიშაძე იყო უვადო პატიმრობამისჯილი ორი კილოგრამი ჰეროინის შემოტანაზე.იმედია, არ ფიქრობენ, რომ ვინმემ ჩაუდო ორი კილოგრამი ჰეროინი. ფაქტია ისიც, რომ წამლის „ბარიგა“ მოხვდა პოლიტპატიმარტა სიაში 152-ე ნომრად. ასევე, ფაქტია, რომ დევრიშაძე სიაში მოხვდა იმ მოტივით, რომ 1996 წლს საარჩევნო ბლოკ „საქართველოს აღორძინების“ კოორდინატორი იყო ქუბულეთში და სწორედ ამის გამო დევნიდნენ. ფაქტია, რომ მას რეკომენდაცია გაუწია ფატი ხალვაშმა. ხალვაშს ჯერჯერობით არ ურაყვია ეს ფაქტი. მეტიც, “მაესტროს” ეთერში ჩართვაზე საერთოდ დაიმალა და უარი თქვა ჩემს კითხვებზე პასუხის გაცემაზე. ქალბატონმა ბესელიამ ჯერ არ იცის, რომ არ ვარ პროკურორი. მტკიცებულებების მოკვლევა მე არ მევალება, მე ვარ ჟურნალისტი. ჩემი პირადპირი მოვალეობაა, მოვიპოვო და გავარცელოცო ინფორმაცია. მტკიცებულებები უნდა მოიპოვოს შოთაძემ და არა – ელისო კილაძემ.ქალბატონ ბესელიას ვურჩევ, ამდენ შეფასებებს და ნერვების მოშლას, უპასუხოს ერთ მარტივ კითხვას: ფრიდონ დევრიშაძე, რომელიც, ვიმეორებ, წამლის „ბარიგაა“, როგორ მოხვდა საქართველოს პარლამენტის მიერ შედგენილ პოლიტპატიმართა სიაში? შეგახსენებთ: ამ სიაზე მუშაობდნენ ეკა ბესელია, ნანა კაკაბაძე და სხვები. ძალიან მაინტერსებს დანარჩენი ადამინების კომენტარები, რომლებიც ბოლო დღეებია, გულზე მჯიხნს იცემდნენ, როგორ გავბედეთ და შეურაცყოფა მივაყენეთ მათ ძალიან მაღალ რეპუტაციას, რომ წესიერად ადგენდნენ პოლიტპატიმართა სიას.
სხვათა შორის, დღეს ციხიდან დამიკავშირდა უვადო პატიმრობამისჯილი პიროვნება, რომლის ვინაობას არ დავასახელებ და მითხრა, რომ კიდევ ერთი უვადო პატიმრობამისჯილია გათავსუფლებული. ეს არის ადამინი, რომელიც იჯდა გიორგი ზერეკიძის მამის საკანში გიორგი ზერეკიძის მამის საეჭვო გარდაცვალებამდე. ველოდები წერილს ციხიდან,“ – აცხადებს ელისო კილაძე.

banner
წინა სტატიაშიალეკო ელისაშვილი პოლიტპატიმრებს მიმართავს
შემდეგი სტატიაბესელია არის პროკურატურის პრესსპიკერი