გადაცემა ,,პრიორიტეტში” ,,ქრონიკა +” რედაქტორსა და ჟურნალისტ მალხაზ გულაშვილს შორის დებატები პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელებასთან დაკავშირებით გაიმართა.
მალხაზ გულაშვილის თქმით, გაურკვეველია, რაში სჭირდებოდა ხელისუფლებას, რომელიც ადამიანის უფლებებს არ არღვევს, ვინმეს პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გასაჯაროება. კილაძის თქმით, ,,ქართულ ოცნებას” გააცნდა კონკრეტული გეგმა პოლიტიკოსების წინაარმდეგ მიმართული, რომლის ერთი ნაწილი, სწორედ კადრების გავრცელებაც იყო.
ელისო კილაძე საქმეზე დაკავებული პირის ზურაბ ჯამალაშვილის უდანაშაულობაზე საუბრობს. კილაძის განცხადებით, ჯამალაშვილის კომპუტერში არ აღმოჩნდა არანაირი კვალი არც პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის შენახვის და არც ატვირთვისა.
https://youtu.be/Y5h1_43DloY