ელისო კილაძე:”გიორგი ვაშაძე არის ვანო ჩხარტიშვილის სიძე(დისშვილის ქმარი)”

ელისო კილაძეს უვადო პატიმრობამისჯილმა ახალი ინფორმაცია მიაწოდა

kiladze“კაბინეტური მმართველობა არა გოგრა.გიორგი ვაშაძე არის ვანო ჩხარტიშვილის სიძე(დისშვილის ქმარი).ვანო ჩხარტიშვილი ბიძინა ივანიშვილის კარის ბიზნესმენი.მომლაპარაკებელი და გარანტორი გახლავთ უჩა მამაცაშვილი.
არ გვინდა რა ზღაპრები-გავიზარდეთ უკვე”-ასე ეხმიანება “ქრონიკა+”-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე  გიორგი ვაშაძის მიერ პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დატოვების ფაქტს.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ვაშაძემ ენმ-ს დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა და განაცხადა, რომ მისი წასვლა არ უკავშირდება საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიის მიერ საარჩევნო სიის ფორმირებას. 

 

გიორგი ვაშაძის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობის“ ამომრჩევლები პარტიისგან ინოვაციებს, ახალი ტიპის იდეებს ელოდებოდნენ, თუმცა, ეს არ განხორციელდა.მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობისგან“ შედგა დახურული კაბინეტური მმართველობის სისტემა, რომელიც თავისი ბუნებით ბიძინა ივანიშვილის „მავნებლური“ მმართველობის მოკავშირეა.ვაშაძემ დაასახელა გიგა ბოკერია, მიხეილ მაჭავარიანი, ხათუნა გოგორიშვილი, გოკა გაბაშვილი და დავით ბაქრაძე, როგორც პარტიის განვითარებისა და განახლების ხელისშემშლელების.

გიორგი ვაშაძის განცხადებას ცალ-ცალკე უპასუხეს ენმ-მ და მიხეილ სააკაშვილმა.

 

saakashvili-ukraina„დღეს საქართველო ურთულეს მდგომარეობაშია, რაც გამოწვეულია ივანიშვილის რეჟიმის უუნარობით და აშკარა მავნებლობით. ადამიანებმა დაკარგეს ხვალინდელი დღის რწმენა, ყველგან უპერსპექტივობა და უიმედობაა. ქვეყანას მართავს ივანიშვილის ჯიბის მთავრობა. ჩვენი მიზანია, მოქალაქეებს გავუჩინოთ პერსპექტივა და რეალური შესაძლებლობები განვითრებისთვის, დასაქმებისა და უკეთესი ცხოვრებისთვის. ამისთვის საჭიროა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის დასრულება. ეს შეუძლიათ მხოლოდ ახალი თაობის ენერგიულ, მიზანდასახულ და თავისუფალ ძალას. საჯარო სამსახურში ყოფნის დროს სიახლეების, ინოვაციების, ტექნოლოგიების დანერგვით შევძელით ადამიანის და სახელმწიფოს სრულიად ახალი ურთიერთობის მოდელის დამკვიდრება, მაგალითად – იუსტიციის სახლების სახით.

 

ჩემი აქტიურ პოლიტიკაში მოსვლის მიზანი იყო და არის ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით ახალი პოლიტიკური კულტურის დამკვიდრება ქვეყანაში, რომელიც ახალ პოლიტიკურ კლასს გაუხსნის გზას, სრულიად ახალ პერსპექტივას და განვითარების შესაძლებლობას მოუტანს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს. მსგავსი მოლოდინი ჰქონდა საზოგადოებას, ჩვენს ამომრჩეველს, რომლებიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისგან „ ელოდებოდნენ ინოვაციებს, ახალი ტიპის იდეებს და ინიციატივებს. მაგრამ ეს არ განხორციელდა!

 

ნაცვლად სიცოცხლისუნარიანი, ღია ორგანიზმისა, ჩვენ მივიღეთ დახურული კაბინეტური მმართველობის სისტემა, რომელიც მისი ბუნებიდან გამომდინარე თავადაა მოკავშირე ივანიშვილის მავნებლური მმართველობის და ემსახურება მხოლოდ პარტიის ერთ მცირე ჯგუფის პერსონალურ ინტერესებს. ამ კაბინეტურ მმართველობას აქვს თავისი სახელები და გვარები: – გიგა ბოკერია, მიშა მაჭავარიანი, ხათუნა გოგორიშვილი, გოკა გაბაშვილი და მათ ფასადად ქცეული დავით ბაქრაძე“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

 

გიორგი ვაშაძე ახალი მოძრაობის შექმნას იწყებს:

 

მეამაყება, რომ ჩემი კონკურენტი გიორგი ვაშაძე იყო„უარს ვამბობ, გარანტირებულ ადგილზე მომავალ პარლამენტში ფასადურად განახლებული პარტიის სიით და ვიწყებ ახალი მოძრაობის შექმნას, რომლის მთავარი პრინციპი იქნება, ახალი ადამიანები პოლიტიკაში, ახალი პოლიტიკური კულტურით, ახალი იდეებითა და გადაწყვეტილებების მიღების ახალი მექანიზმებით.

მივმართავ ჩვენს მხარდამჭერებს, საზოგადოებას, ვისთან ერთადაც ვიბრძოდი ძლიერი, წარმატებული ქვეყნის მშენებლობისთვის, დროა გავერთიანდეთ და დავიწყოთ რეალური ბრძოლა ახალი საქართველოსთვის“, – აღნიშნა მან.

 

banner
წინა სტატიაშიპაატა ბურჭულაძე: ძალიან დიდი მოთხოვნაა, რომ ჩვენი ფონდი პარტიად გადაიქცეს
შემდეგი სტატიაშსს-მ დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო