ელისო კილაძე: უჩა მამაცაშვილსა და თინა ხიდაშელს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

უჩა მამაცაშვილსა და თინა ხიდაშელს შორის

მამცსახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ ყოფილ ხელმძღვანელ უჩა ძოძუაშვილს და ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილ, ბიზნესმენ უჩა მამაცაშვილის კავშირებზე საუბრობს გაზეთ “ქრონიკა+”-ის რედაქტორი ელისო კილაძე.

ჟურნალისტის ინფორმაციით, უჩა ძოძუაშვილის თანამდებობაზე დატოვება თინა ხიდაშელს, პირადად უჩა მამაცაშვილმა სთხოვა, თუმცა თავდაცვის მინისტრმა მამაცაშვილის თხოვნა არ გაითვალისწინა. ელისო კილაძე ვარაუდობს, რომ უჩა მამაცაშვილისთვის, თინა ხიდაშელის გადაწყვეტილება დისკომფორტი იქნებოდა, რადგან, ფიქრობს, რომ მამაცაშვილს სურდა თავდაცვის სამინისტროში საკუთარი კადრი ჰყოლოდა.

“უჩა მამაცაშვილსა და თინა ხიდაშელს შორის, საუბარი ეხებოდა დელტას ხელმძღვანელის უჩა ძოძუაშვილის თანამდებობაზე დატოვებას, როგორც გაირკვა ძოძუაშვილი სწორედ არის უჩა მამაცაშვილის კადრი. თინა ხიდაშელის პასუხი, მამაცაშვილისადმი იყო ძალიან ხისტი , რომ ის არ აპირებს ამ თხოვნის გათვალისწინებას და გენერალური ინსპექცია მუშაობს და თუკი გენერალური ინსპექციის მუშაობის შედეგად არსებითი ხასიათის დარღვევები არ იქნება, მხოლოდ ამ შემთხვევაში დააბრუნებს ძოძუაშვილს თანამდებობაზე. დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრისას თავდაცვის მინისტრმა თქვა, რომ გენერალურმა ინსპექციამ მუშაობა დაასრულა და ის არ აპირებს თანამდებობაზე დააბრუნოს ძოძუაშვილი. თინა ხიდაშელი ლამის ერთადერთი მინისტრია, მინისტრთა კაბინეტში, რომელმაც ბიძინა ივანიშვილის საყვარელ დეიდაშვილს, უჩა მამაცაშვილს თხოვნა არ შეუსრულა”,-განაცხადა კილაძემ.

წყარო

banner
წინა სტატიაშიშვეიცარიის პრეზიდენტი: ბერნი მხარს უჭერს საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის გაუმჯობესებას
შემდეგი სტატიაშოტლანდიელი დეპუტატები – ჩვენ ევროპული ქვეყანა ვართ და ევროპაში ვაპირებთ დარჩენას