ელისო კილაძე: თორნიკე აბლოთია გატაცებულია და დისლოკაციის ადგილას არ იმყოფება

ყურადღება :
ოკუპაციის ზონიდან ამ წუთებში მომაწოდეს ინფორმაცია რომ გუშინ გატაცებული სპეცრაზმელი 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილეა,გაუგებრობა,როგორც სუსმა უწოდა,აღმოფხვრილი არ არის ,თორნიკე აბლოთია გატაცებულია და დისლოკაციის ადგილას არ იმყოფება.
ვინაიდან მაქვს სუსის ინფორმაციის მიმართ ნდობის დაბალი ხარისხი,მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას-წარმოგვიდგინეთ დამაჯარებელი მტკიცებულება,რომ სპეცრაზმელი გატაცებული არ არის და დისლოკაციის ადგილას იმყოფება !!!!!-წერს  “ქრონიკა+”-ის მთავრი რედაქტორი ელისო კილაძე “ფესბუქის” საკუთარ გვერდზე.

 

შეგახსენებთ, რომ  გუშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ე.წ.მესაზღვრეების მიერ შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა შიდა ქართლის სამმართველოს თანამშრომლის თორნიკე აბლოთიას გატაცების ფაქტი არ დაადსტურა. როგორც “თაიმერს” სუს-ის პრესსამსახურში   განუცხადეს თორნიკე აბლოთიას გატაცების ან დაკავების ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ადგილი ჰქონდა გაუგებრობას, არც უკვე მოგვარებულია. აბლოთია ამჟამად დისლოკაციის ადგილზე იმყოფება”, – განუცხადეს გუშინ “თაიმერს”  სუს-ში.

ე.წ. მესაზღვრეების მიერ შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა შიდა ქართლის სამმართველოს თანამშრომლის გატაცებაზე ინფორმაცია დღეს გავრცელდა

banner
წინა სტატიაშისაქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რუსეთის ნაკრები 28-14 დაამარცხა
შემდეგი სტატიავითომ სპონტანური იყო ეს ამბავი? აღმაშფოთებელია ხელისუფლების ზეშენელებული ქმედება – თამარ ჩხეიძე