ელისო კილაძე: შვილთან ადვოკატს არ უშვებენ-ან ნაცემია ან ჩადებას ვერ აპრავებენ!

გაზეთ “ქრონიკა+”-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძის ინფორმაციით, მის ვაჟიშვილთან, რომელიც შსს-მ დააკავა, ადვოკატი ამ დრომდე არ შესულა. კილაძე ამბობს, რომ ადვოკატს დაკავებულთან არ უშვებენ. მისივე ინფორმაციით, დაკავებულს ბრალი სსკ-ს 260-ე მუხლით წაუყენეს.

ჟურნალისტი ამ დაკავებას მის მიერ ბოლო დროს გამოქვეყნებულ სტატიებსა და სოციალურ ქსელში აქტივობას უკავშირებს, რითაც შსს-სა და სუს-ის ცალკეულ მაღალჩინოსნებს ამხელდა.

“მეორე საათია ჩემს შვილთან ადვოკატს არ უშვებენ-ან ნაცემია ან ჩადებას ვერ აპრავებენ. სახალხო დამცველს მიაწვდინეთ ხმა კოლეგებო !!!! გამომძიებელი არც მესიჯებს პასუხობს,არც სატელეფონო ზარს !!!!,”-აცხადებს კილაძე.

შეგახსენებთ, 260-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლითაც ელისო კილაძის თქმით, მის ვაჟს ედავებიან, ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას ითვალისწინებს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თერთმეტ წლამდე.

თავად შსს ავრცელებს ინფორმაციას, რომ 1989 წელს დაბადებული დ.ხ. თბილისში ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დააკავეს.

banner
წინა სტატიაშისანდრო ბრეგაძე: ბენდუქიძის დაცვის უფროსი ხელმძღვანელობდა სოევრაზმს იმ დღეს ბათუმში,ის დღეს თქვენი გმირია!
შემდეგი სტატიაელისო კილაძე: ახლა მწერს თვითმხილველი-დაკავებისას ჩემი შვილი ნაცემია,დაკავებისას მანქანა დააჯახეს