გაზეთ „ქრონიკა+“-ის რედაქტორის განცხადებით ტელეკომპანიოა რუსთავი2-ში სპეცოპერაციის ჩატარება იგეგმება, როგორც ელისო კილაძე ფეისბუკზე წერს, სპეცოპერაცია დაკავშირებული იქნება ნარკოტიკების საქმესთან და რ2-ის შენობაში შესვლაც ამის საფუძველზე მოხდება:
„რუსთავი 2-ის შენობაში ხვალ ან ზეგ სპეცოპერაციის ჩატარება იგეგმება.
კონკრეტული ადამიანი მამუკა დ,რომელიც ტელევიზიიდან გაშვებულია,თანამშრომლობს სუსთან.არსებობს რამდენიმე კადრი,როცა მამუკა დ.ეწევა ნარკოტიკების რეალიზაციას რუსთავი 2-ის შენობასთან.
სწორედ მისი და სხვა პირების მონაწილეობით დაიდგმება ნარკოტიკების რეალიზაციის სცენა შენობასთან,ან შენობის ეზოში.ჩატარდება სპეცოპერაცია და აღიარებითი ჩვენების საფუძველზე შევლენ შენობაში ჩხრეკაზე.“- წერს ელისო კილაძე.