(video) ელისო კილაძე: რატომ იმყოფებოდა ნათია გუჯაბიძე კანცელარიაში ღამის თორემტის ნახევარზე

ელისო კილაძეს უვადო პატიმრობამისჯილმა ახალი ინფორმაცია მიაწოდა

13342148_1738440676440932_735543909_n“ბიძინა ივანიშვილი იყო ის კაცი, რომელიც აფინანსებდა ნაციონალურ მოძრაობას,” – ქრონიკა პლუსის რედაქტორი ელისო კილაძე პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება.

“რა თქმა უნდა, ეს არ არის კერძო დავა. რა თქმა უნდა, არავინ არაფერს არ ეკითხება პრემიერ კვირიკაშვილს, რომელსაც დღეს ოდნავ რიხი შევატყვე ხმაში, როდესაც ვიღაცეებს 2007 წელი გაუხსენა და ნიკა გვარამიას მისამართით გააკეთა განცხადებები. უკაცრავად, მაგრამ ქიბარ ხალვაში იყო ამ ტელევიზიის ხელმძღვანელი, როცა 2007 წლის 24 დეკემბერს გადაიცა შეხვედრის ის დამონტაჟებული ჩანაწერები, რომელმაც საბოლოო ჯამში მიგვიყვანა იმ პროცესებამდე, რა პროცესებამდეც მივედით. როდესაც ოცნების მომხრეები ჩვენ გვეუბნებიან, თქვენ ნაციონალური მოძრაობის მესიჯების გამხოვანებელი ხართო, მე მინდა, ყველას შევახსენო, რომ ბიძინა ივანიშვილი იყო ის კაცი, რომელიც აფინანსებდა ნაციონალურ მოძრაობას, რომელიც აფინანსებდა მიხეილ სააკაშვილს, მათ შორის 7 ნოემბრის დარბევის და 26 მაისის დარბევის დროსაც,“ – განაცხადა კილაძემ გადაცემა არჩევანის ეთერში.

ქრონიკა პლუსის რედაქტორი ასევე საუბრობს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ნათია გუჯაბიძის სახელმწიფო კანცელარიაში ვიზიტის შესახებ.

“ნათია გუჯაბიძე ღამე, 12-ის ნახევარზე იმყოფებოდა სახელმწიფო კანცელარიაში და მე კითხვა მაქვს, რას აკეთებდა და ვის შეხვდა. ასევე გუშინ შედგა შეხვედრა თეა წულუკიანსა და ეკა ბესელიას შორის, რაღაც თათბირი შედგა და მერე ბესელია ურეკავს მერაბ ტურავას, საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ-ერთ მოსამართლეს და უსვამს შეკითხვას, აქ სააპელაციო სასამართლოს კოლეგიის საქმე გარკვეულია და რა ხდება თქვენთანო. რას ნიშნავს ეს?“ – აღნიშნა კილაძემ.

https://youtu.be/7EogClYQPq0

banner
წინა სტატიაში(video) შალვა ნათელაშვილი: “ივანიშვილი სამგლე გოჭივით არის ატეხილი”
შემდეგი სტატია(video) ეს პროცესები დასრულდება ხელისუფლების ცვლილებით – პაატა დავითაია