ელისო კილაძე პროცესების 2003 წლის სცენარით განვითარებას არ გამორიცხავს

ელისო კილაძეს უვადო პატიმრობამისჯილმა ახალი ინფორმაცია მიაწოდა

ელისო კილაძეს უვადო პატიმრობამისჯილმა ახალი ინფორმაცია მიაწოდა„პროცესები, რომელიც „ქართულ ოცნებაში“ დაიწყო, ლოგიკურია, რადგან კოალიცია იდეოლოგიური და ეფექტური გაერთიანება არ არის,“ – აცხადებს „თაიმერთან“ საუბრის დროს გაზეთ „ქრონიკა+“-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე.
მისივე თქმით, ვიდრე კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი იყო და პოლიტიკურ პროცესებშიც აქტიურად ერეოდა, კოალიციის წევრები ერთმანეთის მიმართ აგრესიული დამოკიდებულების გამოხატვას ვერ ბედავდნენ.

ელისო კილაძე „თაიმერთან “ საუბრისას გოგი თოფაძის მიერ საგარეჯოში არჩევნების გაყალბებაზე გაკეთებულ განცხადებასაც ეხება და ამბობს: „ჩვენ, ყველანი და მათ შორის, მეც, ვამბობდით, რომ დიახ, საგარეჯოში არჩევნები გაყალბდა. არჩევნების დღეს იქ გახლდით და ვუყურებდი, მოსახლეობის განწყობა როგორი იყო. იორმუღალოსა და სხვა აზერბაიჯანულ სოფლებში ხელისუფლების მაღალჩინოსანთა გამოყენება  მასიურად მოხდა, რათა სახელისუფლო კანდიდატს მხარდაჭერა მიეღო, დანარჩენ ქართულ სოფლებში ირმა ინაშვილმა მოიგო და სპეცუბანი გახდა საჭირო, რომ ირმა ინაშვილსა და თამარ ხიდაშელს შორის სხვაობა 700 ხმა ყოფილიყო. 2012 წლის არჩევნებზე, „ქართული ოცნება“ თავად აპროტესტებდა სპეცუბნების არსებობას – მაშინ თერჯოლაში ზაზა გოგსაძემ არჩევნები სწორედ სპეცუბნის ხარჯზე წააგო „ნაცმძრაობასთან“, მაგრამ 2016 წლის არჩევნებზე „ოცნებამ“ სპეცუბნები გამოიყენა ოპონეტის დასამარცხებლად. თუ გოგი თოფაძეს ამის თაობაზე ინფორმაცია ჰქონდა, განცხადება მაშინვე უნდა გაეკეთებინა. ამიტომ, პროკურატურამ უნდა დაიწყოს გამოძიება – დაიკითხოს გოგი თოფაძე, თუ რა ინფორმაცია აქვს საგარეჯოს არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ კი უნდა მოხდეს თავდაცვის მინისტრის დაკითხვაც. ყველა ნორმალურ ქვეყანაში ასე ხდება და თუ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთება, ამ ადამინებმა პასუხი უნდა აგონ. ამ ადამინებმა-მეთქი იმიტომ ვაბობ, რომ გოგი თოფაძე დანაშაულს ფარავდა –  ხუთი თვის განმავლობაში ეს ინფორმაცია ჰქონდა და უნდა გაემჟღავნებინა-აცხადებს „თაიმერთან“ გაზეთ „ქრონიკა+“-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე.

ოცნება

ივანიშვილის დუმილი ჩემთვის იმას ნიშნავს, რომ არაა გარკვეული საკუთარ პოლიტიკურ მომავალში, თუ რას აპირებს 2016 წლის არჩევნების შემდეგ, ანუ კოალიციამ არჩევნები შეიძლება, წააგოს. ფაქტია: უმრავლესობით რომ ვერ მოიგებს. არ გამოვრიცხავ, 2003 წლის სცენარი მივიღოთ, როცა პრეზიდენტმა შევარდნაძემ სამთავრობო ბლოკში ყველა პოლიტიკური სუბიექტი შეკრიბა და ისინი ერთად ჩაირეცხნენ. მაშინ ერთადერთი, ვინც გარანტიები მიიღო, იყო თავად პრეზიდენტი შევარდნაძე. ვიდრე ივანიშვილი არაა გარკვეული თავის პოლიტიკურ მომავალში, იქნება პასიურ მდგომარეობაში,“ – მიიჩნევს ელისო კილაძე.

 

“ქრონიკა+”-ის რედაქტორმა, ელისო კილაძემ “თაიმერთან” პარლამენტის დეპუტატ ელისო ჩაფიძეზე ისაუბრა და განაცხადა, რომ პარლამენტარი სავარაუდოდ, სამომავლოდ არც პარლამენტში იქნება და არც პოლიტიკაში. კილაძის თქმით, ჩაფიძეს საკუთარი რაიონი, რომელმაც ის აირჩია დეპუტატად, არასდროს გახსენებია და მის პრობლემებზე არასდროს უსაუბრია: “ძალიან სასაცილოა ახლა ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატის განცხადებები. ჯერ ერთი, ელისო ჩაფიძეს არავინ დატოვებს პარლამენტში და არც პოლიტიკაში და ძალიან სასაცილოა, რომ ის იმიტომ აირჩიეს, რომ ხმამაღლა უნდა ისაუბროს საკუთარი ამომრჩევლის პრობლემებზე.

უხერხულია, როდესაც ელისო ჩაფიძეს ეს გაახსენდა არჩევნებიდან მეოთხე წელს და დანარჩენი სამი წელი სულ მდუმარებაში გაატარა საქართველოს პარლამეტში, მათ შორის, არც ერთხელ ტყიბულელების პრობლემებზე საჯაროდ არ უსაუბრია. მეტსაც გეტყვით, ტყიბულში ძალიან სერიოზული პრობლემები იყო ,მაგალითად შემიძლია გითხრათ, მისი მეუღლის თავხედობა ძალოვან უწყებებთან დაკავშირებით. ეს პოპულისტური განცხადებები და დაფნის გვირგვინის მორგება საჭირო არ არის. ამომრჩეველმა ძალიან კარგად დაინახა სამი წლის განმავლობაში მათვის რა გააკეთა მაჯორიტარმა დეპუტატმა” – თქვა ელისო კილაძემ “თაიმერთან” საუბარში.

banner
წინა სტატიაშისაბურთალოზე ხანძარს მამაკაცი ემსხვერპლა
შემდეგი სტატია“ვინც ფიზიკური შეურაცხყოფისკენ მოუწოდებს, ეს აუცილებლად იქნება დასჯადი”