ელისო კილაძე „ფეისბუქში“ სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს

სოფელ მე-2 ოტობაიას მთვრალი გამგებელი სოფლის ცენტრში წევს ამ წუთებში

eliso-kilaZeგაზეთ „ქრონიკა+“-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე „ფეისბუქში“ სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც კილაძე წერს, „გუშინ, ენგურის ხიდიდან, სამეგრელოში საიდუმლო ვითარებაში შემოიყვანეს გორის ტერაქტზე გასამართლებული და ზაქარეიშვილის მიერ ახლახანს გაცვლილი გრიგოლ ზასაევი.“
კილაძის ინფრმაციითვე, ოკუპირებული აფხაზეთიდან ზასაევი დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების სამსახურის წარმომადგენელმა, თემურ შერგელიამ მოაცილა.
„ენგურის ხიდზე ზასაევი დაბურულმინებიან ჯიპში ჩასვეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. საქართველოს ხელისუფლებას არ უნდა განმარტოს რა ხდება?!“ – წერს „ფეისბუქში“ ელისო კილაძე.

banner
წინა სტატიაში(video) თურქეთის ქალაქ ჯიზრეში პოლიციის განყოფილებასთან ძლიერი აფეთქება მოხდა
შემდეგი სტატიაოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში რუსული სამხედრო ბაზა სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი