ელისო კილაძე მთავარ პროკურატურაშია დაბარებული

ელისო კილაძეს უვადო პატიმრობამისჯილმა ახალი ინფორმაცია მიაწოდაჟურნალისტი ელისო კილაძე ამჯერად გიორგი გაბედავასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების თაობაზე გამოიკითხება.როგორც “ქრონიკა+”-ის მთავარი რედაქტორი ამბობს, რომ სწორედ გაბედავა ატვირთა პირადი ცხოვრების ამსახველი ბოლო ორი ფირი ინტერნეტსივრცეში. ჟურნალისტი ამ პროცესებს კიდევ ერთხელ უკავშირებს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სახელს:

“მე არაერთგზის მითქვამს, რომ პირადი ფირების გამოქვეყნება გლობალური სქემის ერთი ნაწილია. ეს კამპანია დაიწყო საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელით, გაგრძელდა პირადი ცხოვრების ფირების გამოქვეყნებით და დაგვირგვინდება 17 მაისს პრეზიდენტის რეზიდენციასთან დაგეგმილი მასშტაბური პროვოკაციით. არის თუ არა ამ პროცესებთან დაკავშირებული ირაკლი ღარიბაშვილი?- დიახ არის. საკონსტიტუციო სარჩელის ერთ-ერთი ავტორი გიორგი ტატიშვილი პირდაპირ ადებდა ხელს და დაკითხულია კიდევ პროკურატურაში. მან წარადგინა და ჩემთანაც წარმოადგინა მიმოწერა. პრემიერ ღარიბაშვილის ახლო გარემოცვის წევრები ეკონტაქტებოდნენ მას და ის მოქმედებდა მათთან კოორდინაციაში. რაც შეეხება გიორგი გაბედავას, დიახ, მე ვადასტურებ რომ ნამდვილად სპეცსამსახურში უკვე დამუშავებულია ჩემი ინფორმაცია, რომ გაბედავა არის პირი, რომელმაც ბოლო ორი პირადი ცხოვრების ამსახველი ფირი ინტერნეტსივრცეში რუსეთის ფედერაციის დედაქალაქიდან ატვირთა. რასაკვირველია წყაროს არ დავასახელებ რასაკვირველია. დღეს მე დამიკავშირდა საქართველოს მთავარი პროკურატურის გამომძიებელი, მთხოვა მისვლა. ეს არ არის დაკითხვა. დღეს 12 საათზე ვიქნები მთავარ პროკურატურაში, მათ სურთ ჩემთან გასაუბრება. რასაკვირველია მე იმ ინფორმაციას, რომელიც ქრონიკა+-ში გამოვაქვეყნე, სხვა დამატებითი კითხვები თუ ექნებათ, მთავარ პროკურატურას აუცილებლად მივაწვდი წყაროს დასახელების გარეშე. მე კანონი მაძლევს საშუალებას, არ გავშიფრო ჩემი წყარო”,- განაცხადა ელისო კილაძემ.

banner
წინა სტატიაში,,მოვუწოდებ რესპუბლიკურ პარტიას, დროულად ჩამოყალიბდნენ”
შემდეგი სტატია“ჩემი ინფორმაციით, არმაზ ახვლედიანი პარტიაში დავით უსუფაშვილის რეკომენდაციით მოვიდა”