ელისო კილაძე ხმაურიან პროცესებს აანონსებს

ელისო კილაძე ბიძინა ივანიშვილის მისამართს ეძებს

ელისო კილაძე ბიძინა ივანიშვილის მისამართს ეძებსგაზეთ „ქრონიკა+“-ის მთავარმა რედაქტორმა ელისო კილაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ექსპრემიერის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა – ჟურნალისტი ივანიშვილის მიერ მის მიმართ გამოთქმული ბრალდებების უარყოფას ითხოვს.
ამასთან, კილაძემ ლადო ბედუკაძესა და სააგენტო “თბილისი 24”-საც უჩივლა.
„ამ ქვეყანაში დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლა მოდური გახდა – ყველას, ვისაც არ ეზარება, შეუძლია ასეთი განცხადებები გააკეთოს. მინდა, ბატონ ივანიშვილს შევახსენო, რომ ისიც ამ ქვეყნის ჩვეულებრივი მოქალაქეა. მერე რა, რომ 7 მილიარდი აქვს? ის საკუთარ განცხადებებში პასუხისმგებლიანი უნდა იყოს და ყველა ბრალდებაზე ჩემგან სარჩელს მიიღებს,“ – აცხადებს ელისო კილაძე.
მისივე თქმით, „ბატონ პირველ მოქალაქეს მოუწევს იმ ბრალდებებსა და განმარტებებზე სასამართლოში მისვლა, რაც ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გააჟღერა.
„მოუწევს იმის დადასტურებაც, რომ წვერმაღალას სკანდალში რაიმე ფორმით ელისო კილაძე იყო ჩართული. ჩვენ წარვადგინეთ მტკიცებულებები. არც ერთი მასალა ჩემს მიერ მომზადებული არ არის და რესპონდენტიც, რომელიც გაზეთის ჟურნალისტ ნელი ვარდიაშვილს ინტერვიუს აძლევს, არსად ამბობს, რომ იქ ხეები უკვე მოიჭრა. ასე რომ, ვინ შეიყვანა ბიძინა ივანიშვილი შეცდომაში, ეს მისი ბრობლემაა. სასამრთლოში პირადად მას ან მის წარმომადგენელს მოუწევს აღნიშნულ თემებზე საუბარი,“ – აცხადებს ელისო კილაძე.
რაც შეეხება დანარჩენი ორ სარჩელს, ჟურნალისტის განმარტებით, ის ეხება „პრემიერის სიმამრის, თამაზ თამაზაშვილის მიერ ორგანიზებულ ჯგუფს, რომელშიც შედის ადრე ნარკოტიკების რეალიზებისთვის ნასამართლევი ქეთინო ზარნაძე, რომელზეც მაშინდელი პატიმრები ამბობენ და არა წყაროები, რომ „ზონაზე“ სოსო თოფურიძის აგენტი იყო. ციხის ბუნტის დროს ქალებს მისივე ჩვენებებით დაუმძიმდა სასჯელები. ასეთ ადამიანს იყენებს პრემიერის სიმამრი ჩემს წინააღმდეგ, რომელსაც საერთოდ არ ვიცნობ და შეხებაც არ მქონია. აბსურდული ბრალდებების კორიანტელს აფრქვევს ჩემი და ჩემი ოჯახის მისამართით. ბუნებაში არ არსებობს კომპრომატი, რომლის გასაჯაროებისაც შემეშინდება. ისინი აცხადებენ, რომ არსებობს ვიღაც აგენტი ნუკრი, რომელიც შეიძლება მე ვიყო. სასამართლო პროცესზე დავაყენებ შუამდგომლობას, რომ უშიშროების სამსახურიდან გამოთხოვილ იქნეს აღნიშნული დოკუმეტაცია, თუ ვინაა ნუკრი და რამდენად იდენტიფიცირდება ჩემთან. ამ ადამიანებს მოუწევთ ამ ბრალდებების დასაბუთება, მაგრამ ახლავე გეუბნებით, რომ არ არიან ეს ის ადამინები, რომლებსაც ჩემს წინააღმდეგ რამე კომპრომატი ქონოდათ და აქამდე არ გამოექვეყნებინათ. უბრალოდ, ისინი ბინძური ჭორიკნები არიან, რომლებიც პრემიერის სიმამრის, თამაზ თამაზაშვილის დავალებებს ასრულებენ.

კილაზე-ტამ
ამ ჯგუფის მეორე წევრი გახლავთ ვლადიმერ ბედუკაძე, ციხის ცნობილი ჯალათი, რომელსაც სწორედ თამაზაშვილის დამსახურებით ჰყავს სახელმწიფო დაცვა და ვერ გავიგე, თუ რატომ ხარჯავს ქვეყნის ბიუჯეტი ფულს ლადო ბედუკაძის დაცვაზე. მას იყენებენ „ქრონიკა+“-ის წინააღმდეგ. მასალები ქვეყნდება „საერთო გაზეთში“, რომლის მთავარ რედაქტორს ეს „ამაგი“ დაუფასეს და მისი ორივე შვილი სახელმწიფო უწყებაში მაღალ თანამდებობებზე დაასაქმეს: ერთი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში, მეორე კი – დიასპორის სამინისტროში. მათ მუშაობა სწორედ იმ პერიოდში დაიწყეს, როდესაც „საერთო გაზეთმა“, დაახლობით, წელიწადნახევრის წინ, „ქრონიკა+“-ის წინააღმდეგ ბიძური კამპანია დაიწყო. ეს კიდევ ერთი დადასტურება არის იმის, რომ ჩვენი გაზეთის წინააღმდეგ მუშაობს სახელმწიფო მანქანა და არა – კონკრეტული პირი.“
ელისო კილაძის განმარტებით, ზემოთ ნახსენები სამი სარჩელიდან ორი მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ უნდა გამოიძიოს, რაც ჟურალისტისთვის „ამოუხსნელი ამოცანაა“
„ყოველთვის ვამბობდი და ვამბობ, რომ თამაზ ურთმელიძე იყო და არის ივანიშვილის ჯიბის მოსამართლე. უთმელიძე მედია-ზონდერია და არა – დამოუკიდებელი მოსამართლე. ერთ მხარეს დგას ბედუკაძის სააგენტო „თბილისი 24“, მეორე მხარეს კი – „ქრონიკა +“ და საზოგადოებისთვის ურთმელიძის გადაწყვეტილება ნამდვილად საინტერესო იქნება,“ – ამბობს ჟურნალისტი.
ელისო კილაძის თქმით, ურთმელიძეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება ძალიან გაუჭირდება.
„წინ საინტერესო მოვლენები გველის,“ – განუცხადა „თაიმერს“ „ქრონიკა +“-ის რედაქტორმა, რომელმაც ე.წ. ნარუშილოვკების სკანდალიც გაიხსენა.
„მაინტერესებს, რა სტადიაზეა გამოძიება. დაწყებულია ორი გამოძიება: ერთი გენერალურ ინსპექციაში, რომელმაც უნდა დაადგინოს, ვინ იყვნენ პოლიციის ის თანამშროლები, რომლებმაც ასე „უპრაგონოდ“ დაარიგეს ე. წ. ნარუშილოვკები, მეორე კი – ქალაქ თბილისის პროკურატურაში. გამოძიებამ უნდა გვითხრას, რა ტიპის დანაშაულია ჩადენილი, თუმცა ჯერჯერობით არაფერი ისმის. მაქვს კულუარული ინფორმაცია, რომ მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა საჯაროდ გააკეთა განცხადება, რომ „ნარუშილოვკების“ თაობაზე მისი ნათესავი ნამდვილად დამნაშავეა და არავის ეპატიება კანონის დარღვევა, დღის წესრგიში დადგა ლევან იზორიას სამსახურეობრივი პასუხისმგებლობის საკითხი, მაგრამ ის არ გადააყენეს ერთადერთი ნიშნით – აღმოჩდა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არ ჰყავს სხვა პირი, რომელიც ბრიფინგებს ჩაატარებს და მედიას კითხვებზე პასუხს გასცემს. ხომ წარმოგიდგენიათ, ქვეყნის უსაფრთხოება რა დღეშია?!“ – კითხულობს ელისო კილაძე, რომლის ინფორმაციითაც, როგორც კი სხვა პირს, ანუ ე.წ. სპიკერს მოძებნიან, იზორიას თანამდებობის დატოვება მოუწევს.

რა კანონი,რის კანონი,მე ვარ კანონი!!!

აქაც თეთრი ძაფითაა ნაკერი ლევან იზორიას ძმის და სხვა პირების „უდანაშაულობა“, რადგან ვიდეო მასალები, როგორც ფაქტი, ისე გავრცელდა . ვიდეო მასალებში მკაფიოდ ჩანს კერძო თუ თანამდებობის პირები, ნათესავები თუ მათი ახლობლები რომ ფლობენ ე.წ ნარუშილოვკას ანუ სპეცსაშვს, რომელიც კანონით ეკუთვნის მხოლოდ და მხოლოდ პოლიციის თანამშრომელს, ისიც ოპერატიული ღონისძიებების დროს. რა უნდა უყონ? როგორი გამართლება უნდა მოუძებნონ ამ თემას – ეს არის აბსოლუტურად გაუგებარი. გამოძიებამ დროზე გააკეტოს განცხადებები და დადოს შედეგი. მე და თქვენ ვიცით , რომ ძალიან ბევრი რამე არის ისეთი, რაზეც ჯერ საჯაროდ არც თქვენ და არც მე არ გვისაუბრია, მათ შორის ვოდეომასალაზე.
„თაიმერის“ კითხვაზე, ხომ არ უგზავნის იზორია შუამავლებს ისევე, როგორც ეს ჩვენს სააგენტოსთან მიმართ ხდება, რათა „ნარუშილოვკების თემა“ აღარ იქნეს წამოწეული, ელისო კილაძე ამბობს, რომ მასთან შუამავალის მიგზავნას აზრი არ აქვს.
„ყველა მათგანი თავის დროზე უარით მყავს გასტუმრებული. ამიტომ, ჩემს წინააღმდეგ ის ორგანიზებული ჯგუფი გაააქტიურეს, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში გაჩუმებული იყო. ახლა კი დაიწყო ცილისწამებების ბინძური კამპანიის მეორე ტალღა, მაგრამ რამდენჯერაც მახსენებენ, იმდენ სარჩელს მიიღებენ. ამ ჯგუფს, დღეს იქნება თუ ხვალ, აუცილებლად მოუწევს პასუხის გაცემა იმ ბინძურ ცილისწამებაზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა ჩემი მისამართით“, – ამბობს ელისო კილაძე.

banner
წინა სტატიაშისკანდალი-რატომ გარდაიცვალა პატარკაციშვილი და როგორ მდგომარეობაში ნახეს ჟვანია?
შემდეგი სტატიატონი ბლერი: სირია ერაყი არ არის