ელისო კილაძე: ივანიშვილი ხელისუფლების ტოტალურ კონტროლს იწყებს

ელისო კილაძეს უვადო პატიმრობამისჯილმა ახალი ინფორმაცია მიაწოდა

ელისო კილაძეს უვადო პატიმრობამისჯილმა ახალი ინფორმაცია მიაწოდაგაზეთ “ქრონიკა+”-ის რედაქტორის ელისო კილაძის განცხადებით, ხელისუფლების მაღალ შტოებში ჩინოვნიკების გადაყენებას ან დანიშვნას ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი იმის მიხედვით ხელმძღვანელობს, თუ როგორ ხასიათზე გაიღვიძებს: “„მე მინდა გითხრათ, რომ საკუთარი სურვილით ამ ქვეყანაში არავინ არაფერს არ აკეთებს. ყველა ჩინოვნიკის გადადგომა-გადმოდგომა, დანიშვნა, გათავისუფლება, გადაყვანა, ეს არის ერთი კაცის ბიძინა ივანიშვილის ნება. რასაც გადაწყვეტს ის, როგორ ხასიათზეც გაიღვიძებს დილით, იმ გადაწყვეტილებების მიხედვით ახსენდებათ ჩინოვნიკებს, რომ ზოგი ჯანმრთელობის გამო უნდა გადადგეს, ზოგს ცოლ-შვილი მოენატრა და უცხოეთში მიდის მათ სანახავად, ზოგმა უბრალოდ არც იცის, რომ უნდა გადადგეს და მოგვიენაბით იგებს და ა.შ.
ელისო კილაძის განცხადებით  ივანიშვილი სახელისუფლებო შტოების ტოტალურ კონტროლს იწყებს, რომ კიდევ ერთხელ არ დარჩეს მოტყუებული: ” საბოლოო ჯამში, ბიძინა ივანიშვილი იწყებს ტოტალურ კონტროლს ხელისუფლების ყველა შტოში და რეალურად „ქართუ ბანკი“ და „ქართუ ჯგუფი“ ხდება საქართველოს ხელისუფლების წამყვანი ძალა იმიტომ, რომ ივანიშვილმა ძალიან მკაფიოდ დაინახა ღარიბაშვილის, მისი ნათესავების, სხვა დანარჩენი ჩინოვნიკების მაგალითზე, რომ მათ მუდმივად ატყუებენ, ზურგს უკან მუდმივად ტყდება ფული, მას არასწორ ინფორმაციას აწვდიან, ამიტომ ის მისი პირადი ერთგულებით შერჩეულ კადრებს ნიშნავს ამა თუ იმ უწყების მაკონტროლებლად“ – აცხადებს ელისო კილაძემ.

banner
წინა სტატიაშიგერმანია: ლაიპციგში მიგრანტებზე მოძალადე თითქმის 200 გერმანელი დაკავებულია
შემდეგი სტატიაკადიროვმა არასისტემური ოპოზიცია ხალხის მტრებს შეადარა