ელისო კილაძე: „გივი თარგამაძემ პროკურორს სააკაშვილზე, სოლიდური ანაზღაურების სანაცვლოდ, კომპრომატების გადაცემა შესთავაზა!

გაზეთ „ქრონიკა+“-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე „ფეისბუქში“ სკანდალურ ინფორმაციას აქვეყნებს. როგორც კილაძე წერს, უკრაინის გენერალურ პროკურორ იური ლუცენკოს წინა შაბათს გივი თარგამაძე დაუკავშირდა და „საკმაოდ სოლიდური ანაზღაურების სანაცვლოდ, მიხეილ სააკაშვილზე კომპრომატების გადაცემა შესთავაზა.“
„ლუცენკოს წარმომადგენელი ფულზე და კომპრომატებზე დეტალების დაზუსტებისათვის თარგამაძეს ან რომელიმე ევროსაქს კვიპროსზე უნდა შეხვდეს ამ კვირაში. მიაწვდინეთ ვინმემ ხმა იური ლუცენკოს – გაშიფრულია გარიგება !! p.s.გივი თარგამაძეზე კომენტარი არ მაქვს… ახია მიშაზე!“ – წერს კილაძე.

banner
წინა სტატიაშითურქეთი სირიიდან მანამდე არ წავა, სანამ მის საზღვარს საფრთხე ემუქრება
შემდეგი სტატია,,ქარიზმატული პრეზიდენტი საჭირო არ არის”- ირაკლი კობახიძე განმარტებებს აკეთებს