ელისო კილაძე : ცხოვრების ფირების გასაჯაროვების უკან ხელისუფლება დგას

https://youtu.be/EYLfxiWNMJs

ჟურნალისტ ელისო კილაძის განცხადებით, მან ჯერ კიდევ გუშინ იცოდა, რომ გელა ღურწკაიას სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლებდნენ, რადგან ამ ადამიანის ციხეში ჯდომას არავითარი აზრი აღარ აქვს.

2015 წლის დეკემბერში “ქრონიკა+”-ის რედაქციაში მოქ.გელა ღურწკაიამ დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი ფირი მოიტანა.ცხადია,ფირი არ დავიტოვეთ და მივმართეთ პროკურატურას.გელა ღურწკაიასთან ერთად 4 პირი დააკავეს (ერთი ზურა ჯამალაშვილი სრულიად უდანაშაულოდ).
გამოძიებას არც უცდია დამკვეთზე გასვლა-თუმცა ჩემთვის იმთავითვე ცხადი იყო,რომ გაზეთის წინააღმდეგ დაგეგმილი პროვოკაციის უკან ღარიბაშვილ-თამაზაშვილის ჯგუფი იდგა (ერთ ერთი დაკავებული ნიკოლოზ ხაჭაპურიძე სწორედ ირაკლი ღარიბაშვილის ახლობელია ).
დღეს გელა ღურწკაია საპატიმრო ვადის ამოწურვის მოტივით სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.
ფაქტია ,რომ პირადი ცხოვრების ფირების გავრცელების უკან დგას ხელისუფლება და არც ერთ მომხდარ ფაქტს არ გამოიძიებენ !!!!! წერს ,,ფეისბუქის” საკუთარ გვერძე “ქრონიკა+”-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე.

banner
წინა სტატიაში„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში კონსულტაციები მიმდინარეობს
შემდეგი სტატიამოსკოვის გამზირზე ავტომობილი გაჩერებაზე შევარდა-არის მსხვერპლი