ელისო ჩაფიძის განცხადებით, მის წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანია მიმდინარეობს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის და ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატის ელისო ჩაფიძის განცხადებით, მის წინააღმდეგ გარკვეული ადამიანების მიერ მიზანმიმართული კამპანია მიმდინარეობს.
როგორც ჩაფიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მისთვის ამ ადამიანების ვინაობა ცნობილია და საჭიროების შემთხვევაში, ის მათ გვარებს დაასახელებს.
,,გაიღვიძებ ერთ დილით და აღმოაჩენ, რომ სააგენტო რომელიც სატესტო რეჟიმში მუშაობს შენზე წერს, თითქოს შენ ხარ ერთსქესიანთა ქორწინების მომხრე. მე მსგავსი განცხადებები არასოდეს არ გამიკეთებია. ეს არის გათვლილი სწორედ იმაზე, რომ ადამიანებს შეექმნათ გარკვეული ნეგატიური წარმოდგენა და შთაგონება ჩემთან მიმართებაში. მე ვიცი მათი ვინაობა და იმედი მაქვს, რომ მომავალში ეს ადამიანები მსგავს რამეს არ ჩაიდენენ”, – განაცხადა ელისო ჩაფიძემ.

banner
წინა სტატიაში„ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ პარლამენტში მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ალტერნატიული კანონპროექტი შეაქვს
შემდეგი სტატიახაჯიმბამ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აფხაზეთში დაპატიჟა