ელისო ჩაფიძე: მე ვრჩები ბიძინა ივანიშვილის გუნდში

მმართველ კოალიციას შესაძლოა, 2 სუბიექტი დაემატოს

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ელისო ჩაფიძე მის პოლიტკურ გეგმებთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ ის პოლიტიკიდან წასვლას არ გეგმავს და კვლავ ბიძინა ივანიშვილის გუნდშია.

„მე ვრჩები პოლიტიკაში, მე ვრჩები ბიძინა ივანიშვილის გუნდში. კონკრეტულად თუ სად იქნება ჩემი გამოყენება საჭირო აღმასრულებელ ხელისუფლებაში, საკანონმდებლო ხელისუფლებაში თუ რაიმე სხვა სფეროში ამას დრო გვიჩვენებს, ამჟამად კონსულტაციები მიმდინარეობს, თუმცა ჯერ-ჯერობით „ქართული ოცნების“ არც საარჩევნო სია და არც მაჟორიტარი დეპუტატების ვინაობა გადაწყვეტილი არ გახლავთ. სადაც არ უნდა ვიყო, მე ვიმუშავებ ჩემს რეგიონზე, იმიტომ, რომ ამ ოთხი წლის განმავლობაში ტყიბულებების ცხოვრებით და მათი პრობლემებით ვიცხოვრე. ვიცი თითოეული მათგანის გაჭირვება და მომავალშიც ვგეგმავ, რომ შეძლებისდაგვარად მათი პრობლემების გადაჭრით ვიყო დაკავებული. იმის მიხედვით თუ რის გაკეთების საშუალებას მომცემს ჩემი სტატუსი. ზოგადად ვფიქრობ, რომ მაჟორიტარი დეპუტატის სტატუსი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მან სრულყოფილად განახორცილეოს ის ვალდბეულებები, რომლებსაც საზოაგდოების წინაშე იღებს, რადგანაც გარკვეული ლეგიტიმაცია იმ ამომრჩევლებიდან გამომინარე რომლებიც მას ხმას აძლევენ, სხვადასხვა მიმართულებით. მათ შორის როგორც სოციალური დაცვის სისტემითაც. სხვა შემთხვევაში ეს ინსიტუტი სრულყოფილი ვერ იქნება“,-განაცხადა ჩაფიძემ.

banner
წინა სტატიაშიავარია ზუგდიდში ბოლო ზარზე- არიან დაშავებულები
შემდეგი სტატიარუსთავი 2-ის პროცესი ხმაურით დასრულდა – შემდეგი სხდომა ხვალისთვის ჩაინიშნა