ელიავას ბაზრობაზე დაზარალებულებს ზარალს ჩამოაწერენ

შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ლევან დგებუაძე აცხადებს, რომ ელიავას ბაზრობაზე დაზარალებულებს ზარალს ჩამოაწერენ. შესაბამისი სამუშაოები დილიდან დაიწყება.

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ვართ გამოცხადებული, რათა მოვახდინოთ ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში რეაგირება. ჩვენ მზად ვართ, მოხდეს ზარალის ჩამოწერა, აღნიშნული მოვაჭრეებს ეს მისცემს საშუალებას, რომ დამატებითი პრობლემები არ წარმოიშვას. მოვახდენთ იდენტიფიცირებას, ვის რა ზიანი მიაყენა ხანძარმა და იქნება განხორციელებული ყველა პროცედურა, რომ მოხდეს ხანძრით მიყენებული ზარალის და შესაბამისი მატერიალური ფასეულობების ჩამოწერა. დილიდან დავიწყებთ მუშაობას, მოვახდენთ იდენტიფიცირებას და დავადგენთ ზუსტ სიას, ვის მიადგა ზარალი“, – განმარტა მან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ელიავას ბაზრობაზე მომხდარ ხანძართან დაკავშირებით გამოძიება შსს-ს პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველომ სსკ-ს 187-ე მუხლით დაიწყო.

გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება, რომ ე.წ. ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტონაწილების რამდენიმე მაღაზია იწვოდა. შეტყობინების მიღებისთანავე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სახანძრო-სამაშველო ჯგუფები ოპერატიულად გავიდნენ შემთხვევის ადგილზე. 2500 კვ/მ-მდე გავრცელებული ხანძრის ჩასაქრობად 30-მდე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და 150-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლების ოპერატიული რეაგირების შედეგად, ხანძარი ლოკალიზებულია. ამჟამად მიმდინარეობს მისი სალიკვიდაციო სამუშაოები“, – აცხადებენ შსს-ში.

banner
წინა სტატიაშიზაზა ჭაია დამწვარი ბაზრობების და სავაჭრო ობიექტების სტატისტიკას ავრცელებს
შემდეგი სტატიანათია ფანჯიკიძე: ხმის მიცემას ელისაშვილისთვის ვფიქრობ