ელექტრონული სიგარეტის აფეთქების შედეგად ფლორიდაში მამაკაცი გარდაიცვალა

აშშ-ში ფლორიდის შტატის ქალაქ სენტ-პიტერსბერგის მკვიდრი ელექტრონული სიგარეტის აფეთქების შედეგად გარდაიცვალა – WFTS-TV ავრცელებს. აფექთება 6 მაისს მოხდა. 38 წლის ტოლმაჯ უეიკმან დ’ელია ელექტრონულ სიგარეტს საკუთარ სახლში ეწეოდა. სამედიცინო ექსპერტიზის შედეგების თანახმად, რომელიც 15 მაისს გავრცელდა, მოწყობილობის ფრაგმენტებმა თავის ქალა გახვრიტა და ტვინში მოხვდა. ასევე, ამის შემდეგ სახლს ცეცხლი წაეკიდა.
როგორც Fox News-ი ავრცელებს, ცეცხლი გარდაცვლილის მეზობელმა შენიშნა და საგანგებო სამსახურებს დაურეკა. მოსულმა სახანძრომ მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინა, რომელიც ამ დროისთვის 45%-ით დამწვარი იყო.

მამაკაცი Mech Works-ის სიგარეტს ეწეროდა, რომელიც ფირმა Smok-E Mountain-ს ეკუთვნის. აფეთქების მიზეზი არ ვრცელდება. კომპანიის წარმომადგენლის თქმით, სავარაუდოდ, აფეთქდა ინგალაიტორი (ატომაიზერი) ან ელემენტი, რომელსაც სხვა მწარმოებლები უშვებენ.
დ’ელია პირველი ამერიკელია, რომელიც ელექტრონულმა სიგარეტმა მოკლა. ამასთანავე, აღნიშნავენ, რომ 2000 – 2016 წლებში სიგარეტების აფეთქების 200 შემთხვევა მოხდა.

banner
წინა სტატიაშიბელგიის სასამართლომ ესპანეთისთვის კატალონიელი პოლიტიკოსების გადაცემაზე უარი თქვა
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს