ელექტრონული მუსიკის პიონერი იკუტარო კაკეხასი გარდაიცვალა

ელექტრონული მუსიკალური ინსტრუმენტების წარმოების დამაარსებელი იკუტარო კაკეხასი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. 1972 წელს კაკეხასიმ Roland Corporation-ი დააარსა, რომელიც ელექტრონული მუსიკის ინსტრუმენტების გამოგონებებში მსოფლიო ლიდერი იყო, მას ბევრ სხვა ინსტრუმენტთან ერთად ეკუთვნის ელექტრონული დრამი, ან ყველაზე ცნობილი TR-808, რომელსაც არა ერთი ძალიან ცნობილი მუსიკოსი იყენებდა და დღემდე აქტიურად გამოიყენება ჰიპ-ჰოპში, ელექტრო, მინიმალ-ტექნო და სხვა საცეკვაო მუსიკაში.
დღეს კომპანია Roland-ი iPad -ი და iPhone-სთვის სპეციალურ პროგრამებს ამზადებს, რომელიც მუსიკის მოყვარულებზეა ორიენტირებული.
2013 წელს კაკეხასმა პრემია “გრემი” მიიღო მუსიკალურ ტექნოლოგიებში შეტანილი წვლილისთვის – “ბიბისი” წერს.

banner
წინა სტატიაშიყაჩაღობა მოხდა გვიან ღამით ხობის რაიონ სოფელ ხიბულაში
შემდეგი სტატია(VIDEO) სანკტ-პეტერბურგში, მეტროს ვაგონში აფეთქება მოხდა